უსაფრთხოდ ფუნქციონირების პროტოკოლის შემუშავების საკითხზე, შრომის ინსპექციის სამსახურმა ღამის კლუბების ასოციაციასთან რიგით მე-5 შეხვედრა გამართა.
შრომის ინსპექციის ინფორმაციით, მხარეებმა გასართობი ინდუსტრიის მდგრადი აღდგენისთვის შემუშავებული პროტოკოლის სამუშაო ვერსია განიხილეს, რომელიც ინფექციის გავრცელების რისკებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
უწყების ცნობით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეხვედრის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები და შეჯერებული საკითხები განსახილველად საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება.
შეხვედრას თბილისის მერიისა და ეკონომიკის სამინისტრო წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.