საუდის არაბეთის სავერტმფრენო მომსახურების მიმწოდებელმა კომპანიამ The Helicopter Company ფრანგულ ავიამწარმოებელ კომპანიასთან Airbus Helicopters 26 ვერტმფრენის მიწოდებაზე ხელშეკრულება გააფორმა. შესაბამისი კომუნიკე Airbus-მა გაავრცელა.
კონტრაქტის თანახმად, საუბარია 20 ეგზმპლარ H145 მოდელის ვერტმფრენზე და 6 ერთეულ H160 მოდელზე. კონტრაქტის თანხა არ ხმაურდება. როგორც Airbus აღნიშნავს, ეს არის უკვე მეორე კონტრაქტი ამ პარტნიორთან, მანამდე THC-მა ფრანგებისგან 10 ცალი H125 ვერტმფრენი შეიძინეს.
The Helicopter Company ეს არის 2019 წელს არაბეთის საინვესტიციო ფონდის მიერ დაარსებული კომპანია. ის შეიქმნა ქვეყნის ეკონომიკის დივერსიფიცირების პროგრამის ფარგლებში და ამავდროულად ტურისტულ სექტორში ლუქს მომსახურების სულ უფრო მზარდი მოთხოვნის ფონზე.