ავსტრალიის ხელისუფლება ნაგვის გადამუშავების მოცულობის გაზრდისთვის ახალ ბრენდს შექმნის

ავსტრალიის ხელისუფლება შექმნის ახალ ბრენდს „გადამუშავებულია ავსტრალიაში“, რათა მოსახლეობას გაუჩინოს ინტერესი და გამოიჩინონ მეტი ყურადღება ნაგვის გადამუშავებაში. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა განაცხადა.

„ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენს ნარჩენებზე და ვწყვეტთ მათ გაგზავნას საზღვარგარეთ. გადამუშავება გახდება ჩვენი ერთ-ერთი ეროვნული პრიორიტეტი, რამაც შეიძლება როგორც მომხმარებელს, ასევე მწარმოებელს დაანახოს ნარჩენების გადამუშავების უპირატესობა. „გადამუშავებულია ავსტრალიაში“ მოგვცემს სიამაყის განცდას, განცდას იმისას, რომ ვმოქმედებთ სწორად, ჩვენი მონდომება კი იცავს გარემოს და ამავდროულად ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს“, - განაცხადა მორისონმა.

ქვეყნის გარემოს დაცვის მინისტრის სიუზან ლეის თქმით, გადამუშავების ეროვნული პროგრამა არა მხოლოდ დადებითად იმოქმედებს გარემოზე, არამედ იმპულსს მისცემს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.

ავსტრალიის სტატისტიკის სამსახურის ცნობით, ქვეყანა ყოველწლიურად ტოვებს 75,8 მლნ ტონა ნარჩენს, მათი მოცულობა კი წლიდან წლამდე იზრდება 10%-ით. მათი უმეტესობა მიდის გადამუშავებაზე, თუმცა 27% გადაუმუშავებელი რჩება. ნარჩენების საშუალო წლიური მოცულობა ერთ სულ მოსახლეზე დღეისათვის შეადგენს 540 კგ-ს.

კოკა კვირკველია