არტერიული წნევის გაზომვის სწორი ტექნიკა

არტერიულ წნევის კონტროლი მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური პროცედურაა, მისი ზუსტი გაზომვები კი აუცილებელია მაღალ წნევაზე დაკვირვებისა და მკურნალობისთვის. არტერიული წნევის ყველაზე ზუსტი მაჩვენებლების მისაღებად, შემუშავებულია სპეციალური მეთოდები და პროცედურები.

საჭიროა, დაიცვათ არტერიული წნევის გაზომვის გარკვეული პრინციპები, რათა შეძლოთ პრობლემის დროულად აღმოჩენა და მისი სწორი დიაგნოსტიკა.

წნევის აპარატების გამოყენებისას, მათი მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, შესაძლოა, გაზომვის პროცესი, სპეციფიკა, ერთმანეთისაგან გარკვეულწილად განსხვავდებოდეს. თუმცა, ყველა ტიპის წნევის აპარატი, მუშაობს ერთი ძირითადი პრინციპით: აპარატის რეზინის ბუშტი, ზრდის წნევას მკლავის გარშემო მოთავსებული მანჟეტის გაბერვით, ხოლო ბუშტზე დამაგრებული სარქველი, ათავისუფლებს წნევას. ამ პროცესში სტეტოსკოპი გამოიყენება არტერიული სისხლის ნაკადის ბგერების მოსასმენად. გულისცემის დროს, არტერიებში გამავალი სისხლი წნევის მატებას იწვევს, რომელიც სწრაფად მცირდება, როდესაც გულის პარკუჭები შემდეგი დარტყმისთვის ემზადებიან. ამ მატებასა და შემცირებას, სისტოლური და დიასტოლური წნევა ეწოდება.

„ამერიკის გულის ასოციაციის“ თქმით, თქვენი არტერიული წნევა უნდა გაიზომოს კონტროლირებად პირობებში, რათა მიიღოთ უტყუარი, ზუსტი მაჩვენებელი. არსებობს ორი ძირითადი მნიშვნელოვანი წესი, რომელიც წნევის გაზომვამდე უნდა გაითვალისწინოთ:

- აუცილებელია, მიეყრდნოთ სკამის საზურგეს და ფეხები მოათავსოთ იატაკზე.

- უნდა იჯდეთ მშვიდად მინიმუმ ხუთი წუთის განმავლობაში.

ნაბიჯები, რომლებიც არტერიული წნევის გაზომვისას უნდა გაითვალისწინოთ

  • რა ვიცით არტერიული წნევის მაჩვენებლების შესახებ? წნევის გაზომვისას, ვაფიქსირებთ და განვსაზღვრავთ მისი ორი მაჩვენებლის, სისტოლური და დიასტოლური წნევის დონეს. მათ "ქვედა" და "ზედა" წნევას უწოდებენ. "ზედა" ანუ დიასტოლურ წნევას, ასევე, ხშირად იხსენიებენ "გულის" წნევად. ნორმალური არტერიული წნევა, საშუალოდ, ჯანმრთელი ზრდასრულისთვის არის 120/80.
  • გამოიყენეთ შესაბამისი ზომის მანჟეტები. ზედმეტად თავისუფალმა ან ძალიან მჭიდრო მანჟეტებმა, შეიძლება, გავლენა იქონიოს არტერიული წნევის გაზომვის სიზუსტეზე. მანჟეტი უნდა იყოს ზედა მხრის გარშემოწერილობის 80%. აუცილებელია, გაითვალისწინოთ, რომ მანჟეტი ჩაცმულ მკლავზე არ უნდა გაიკეთოთ.
  • მჭიდროდ და სწორად მოითავსეთ მანჟეტი მკლავზე, იდაყვის ზონიდან ორნახევარი სანტიმეტრით ზემოთ.
  • მოათავსეთ სტეტოსკოპი მანჟეტის ქვედა კიდეში.
  • მანჟეტზე დამაგრებული ბუშტის გამოყენებით, გაბერეთ მანჟეტი 180 მმ-მდე, შემდეგ კი გაათავისუფლეთ ბუშტზე მოთავსებული სარქველის გამოყენებით, საშუალო სიჩქარით, დაახლოებით, 3 მმ წამში.
  • ციფერბლატის ან ვერცხლისწყლის მრიცხველის შემოწმების პარალელურად, დააკვირდით და მოუსმინეთ სტეტოსკოპის ხმას. პირველი კაკუნის ხმა წარმოადგენს პაციენტის სისტოლურ(ქვედა) წნევას. წერტილი, როდესაც ხმა ქრება, აღნიშნავს დიასტოლურ(ზედა)
  • გაიმეორეთ პროცედურა მეორე მკლავზეც. ზუსტი ანალიზისთვის, რეკომენდებულია არტერიული წნევის გაზომვა ორივე ხელზე. გასათვალისწინებელია, ასევე, ორივე მხარეს გაზომვის შედეგად მიღებული განსხვავება, ასევე პაციენტის პოზიცია და მანჟეტის ზომა.

წნევის გაზომვამდე მინიმუმ 30 წუთით ადრე:

არ მოწიოთ, არ ჭამოთ, არ ივარჯიშოთ ან მიიღოთ კოფეინის შემცველობის მქონე სასმელები ან ალკოჰოლი.

როდის გავიზომოთ წნევა ?

არტერიული წნევის უმნიშვნელო ცვალებადობა დღის სხვადასხვა მონაკვეთში სრულებით ნორმალურია. მრავალჯერადმა გაზომვამ, შესაძლოა, ეს ცვლილებები გამოასწოროს, მაგრამ არსებობს დროსთან დაკავშირებული გარკვეული საკითხები, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ.

გირჩევთ, დაიცვათ ექიმის მიერ შემოთავაზებული განრიგი. თუმცა, როგორც წესი, მიღებული პრაქტიკაა წნევის გაზომვა დღეში ორჯერ:

დილას: მედიკამენტების მიღებამდე და ჭამამდე

საღამოს: ძილის წინ, ბანაობის ან მედიკამენტების მიღებამდე

ამერიკული გულის ასოციაციის თანახმად, არტერიული წნევის სტატისტიკა აჩვენებს, რომ აშშ-ს ზრდასრულთა თითქმის ნახევარს, ჰიპერტენზიის პრობლემა აწუხებს. ხოლო მას, ვისაც ამ დაავდებასთან ერთად უწევს ცხოვრება, რეგულარულად უნდა აკონტროლოს არტერიული წნევა. ასეთ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია არტერიურ წნევაზე ყოველდღიური მონიტორინგი და შედეგების ჩანიშნვა.

მობილური ტელეფონები და დღესდღეობით არსებული უამრავი აპლიკაცია კი ამისათვის ყველაზე მარტივი და ხელსაყრელი გამოსავალია.

გთავაზობთ ხუთ, ყველაზე რეიტინგულ, უმაღლესი შეფასების მქონე აპლიკაციას არტერიული წნევის და სხვა გულ-სისხლძარღვთა სტატისტიკის მონიტორინგისთვის, iOS და Android მოწყობილობებისთვის. ესენია: 1. Smart BP - Smart Blood Pressure 2. Welltory: Heart Rate Monitor 3. Qardio Heart Health 4. Blood Pressure Diary 5. Withings Health Mate

(R)