Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.0900 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.0900 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.0900 კურსით დაიწყო.

ეროვნული ბანკის მიერ 6 დეკემბერს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.0967 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4993 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.