ირაკლი ღარიბაშვილი BP-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია British Petroleum-ის აღმასრულებელ დირექტორს რობერტ დადლის შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა BP-ს აღმასრულებელ დირექტორს უკვე განხორციელებული ინვესტიციებისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

British Petroleum-ი მსოფლიოში წამყვანი ბრიტანული ნავთობკორპორაციაა, რომელსაც აქვს წარმომადგენლობა 80 ქვეყანაში, 396.2 მილიარდი დოლარის შემოსავალი და 84 000 თანამშრომელი ჰყავს.