ილონ მასკი - ჩინეთის ეკონომიკა აშშ-ს ეკონომიკას სამჯერ გადააჭარბებს

ჩინეთის ეკონომიკის მოცულობამ შესაძლოა, აშშ-ის ეკონომიკას 2-3-ჯერ გადააჭარბოს. აღნიშნული აზრი მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ილონ მასკმა გაზეთ The Wall Street Journal-ის მიერ ორგანიზებულ ვიდეოკონფერენციაზე გააჟღერა.

„აშშ მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკაა იმდენი ხანია, რამდენიც შეიძლება ის ვინმეს ახსოვდეს. ახლა კი ვიმყოფებით სიტუაციაში, რომლის დროსაც ჩინურ ეკონომიკას შეუძლია გადააჭარბოს ამერიკულ ეკონომიკას 2-3-ჯერ“ - განაცხადა ბიზნესმენმა.

მისი აზრით, დღეისათვის მსოფლიო საინტერესო და მრავალფეროვანი მიმართულებით ვითარდება.

ცნობისთვის, 2021 წლისთვის ჩინეთის მშპ ნომინალურად 16.8 ტრილიონ დოლარს შეადგენს, რაც მეორე მაჩვენებელია მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ, რომლის მაჩვენებელია 22.675 ტრილიონი დოლარი.

რაც შეეხება მშპ-ს მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) მიხედვით, აქ ჩინეთი ლიდერობს 26.66 ტრილიონი დოლარით, მეორეა აშშ 22,675, ტრილიონი დოლარით.

ამასთან, ჩინეთის ეკონომიკა უფრო სწრაფად იზრდება, -6.7% - (2018); 6.0% - (2019); 2.3% - (2020); 8.5% - (2021), ვიდრე აშშ-ის 9% -(2018) 2.3% - (2019); −3.5% - (2020); 7.39% - (2021).

კოკა კვირკველია