ქართული ლოგისტიკური კომპანია Inter Logistics-ი ბაზარზე ოპერირების 10 წლის იუბილეს აღნიშნავს.
2011 წლიდან პროფესიონალების შემოკრებისა და სწორი ბიზნეს მოდელის შედეგად Inter Logistics-ი სანდო, საშუალო სიდიდის სატრანსპორტო კომპანიად ჩამოყალიბდა. დღეს Inter Logistics-ს ენდობიან უმსხვილესი იმპორტიორები, რომლებიც კომპანიისგან ნებისმიერი სირთულის ლოგისტიკურ სერვისს სწრაფად და ხარისხიანად იღებენ.
რა გამოწვევების წინაშე დგას კომპანია დაარსებიდან 10 წლის თავზე და, ზოგადად, რა რეალობაა ახლა გადაზიდვების ბიზნესში, ამის შესახებ Inter Logistics-ის დირექტორს ნათია შუბითიძეს ვესაუბრეთ:
ოპერირების 10 წლის თავზე, Inter Logistics-ის რა მთავარი უპირატესობები შეიძლება იკვეთებოდეს კონკურენტებთან შედარებით?
ოპერირების 10 წელს ჩვენ მნიშვნელოვანი მიღწევებით ვაჯამებთ. ნულიდან დაწყებულ ბიზნესს წლიდან წლამდე ვაფართოებდით, მკაცრად ვაკონტროლებდით ხარისხს და მომხმარებელს კონკურენტულ ფასს ვთავაზობდით. შედეგად, დავიმსახურეთ ნდობა და ყველაზე კრიზისულ პერიოდებშიც კი ვრჩებოდით პარტნიორად, რომელსაც შეგიძლია დაეყრდნო.
საერთაშორისო და ადგილობრივი გადაზიდვებთან ერთად ჩვენ გავაფართოვეთ მომსახურების სერვისი. დამკვეთს მოთხოვნის შესაბამისად ვთავაზობთ ლოგისტიკურ და საბაჟო მომსახურების სრულ სპექტრს, დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად ვასრულებთ სრულ ლოგისტიკურ და საბაჟო სერვისებს, ტვირთის გადაფუთვას, დასაწყობებას, დოკუმენტების მოწესრიგებას და ა. შ.
ალბათ, ხარისხის კონტროლი არის ჩვენი წარმატების მთავარი შემადგენელი. ყველა სერვისის შესრულებისას ვცდილობთ გავითვალისწინოთ მომხმარებლის უკუკავშირი და ამის მიხედვით გავუწიოთ მომსახურება, რათა მათზე მორგებული პირობები შევთავაზოთ. მოგეხსენებათ, ჩვენი სერვისი საკმაოდ მრავალფეროვანია და გრძელ ჯაჭვს მოიცავს და ვცდილობთ, რომ მასში ყველა რგოლი მყარი იყოს.
ახლანდელი მდგომარეობით Inter Logistics რა სახის გადაზიდვებს სთავაზობს მომხმარებელს?
ჩვენი კომპანია აქტიურად ახორციელებს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო საერთაშორისო და ადგილობრივ გადაზიდვებს. დაარსებიდან დღემდე, ვთანამშრომლობთ წამყვან კომპანიებთან, რათა ჩვენს მომხმარებელს სანდო და მაღალი ხარისხის სერვისი შევთავაზოთ.
აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მიღწევების მიუხედავად, არ ვჩერდებით, მუდმივ ძიებაში ვართ, რათა არ ჩამოვრჩეთ ჩვენს სფეროში არსებულ ახალ ტენდენციებს, გავზარდოთ სამუშაო არეალი, სწრაფად დავნერგოთ ტექნოლოგიური სიახლეები და მეტი სარგებელი მოვუტანოთ ჩვენს დამკვეთებს.
როგორ შეაფასებდით პანდემიური წელიწადნახევრის ზეგავლენას თქვენს ბიზნეს საქმიანობაზე და, ზოგადად, გადაზიდვების სექტორზე?
დამეთანხმებით, ტრანსპორტირება და ლოგისტიკა მომარაგების სისტემის სასიცოცხლო არტერიაა, რაც მას გლობალური ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს ნაწილად აქცევს. ეკონომიკის სხვადასხვა დარგს პანდემიამ დიდი ზარალი მიაყენა, თუმცა სატრანსპორტო მომსახურება და საერთაშორისო გადაზიდვები იყო ერთ-ერთი, იმ ბიზნეს საქმიანობათა შორის, რომელსაც არ შეუჩერებია ფუნქციონირება. ჩვენი კომპანია სწორედ პანდემიის პერიოდში გაძლიერდა, ბევრმა დაბრკოლებამ დაგვანახა გზა ახალი იდეებისა და მომსახურების დანერგვისკენ.
ყველა პანდემიური ფაქტორის ფონზე, სერვისების სრულყოფაზე მთელი წლის განმავლობაში ვმუშაობდით. კონკურენციის, ეკონომიკური კრიზისისა და ქვეყნებში არსებული არასტაბილური მდგომარეობის პირობებში, ჩვენს ბერკეტს მისაღები ფასები, მომსახურების მაღალი ხარისხი და დაზღვეული გადაზიდვები წარმოადგენდა. აქედან გამომდინარე, ვიტყოდი, რომ დიახ, ჩვენ შევძელით და მოვახერხეთ კრიზისის დაძლევა.
თქვენმა კომპანიამ 10 წლის იუბილე აღნიშნა. როგორ წარმოგიდენიათ მომავალი 10 წელი Inter Logistics-ისთვის?
საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, ვფიქრობთ ჩვენი კომპანიის გაფართოებასა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სასაწყობე ფართების დამატებას, რაც მიზნად ისახავს ექსპორტისა და იმპორტის განვითარების ხელშეწყობას. აღნიშნული კი სამომავლოდ ქვეყნის ეკონომიკაზე დადებით გავლენას მოახდენს.
(R)