Valentino-მ უკრაინელი კატის Instagram-ზე ხელჩანთის რეკლამა განათავსა

იტალიურმა მოდის სახლმა Valentino-მ უკრაინის ქალაქ ხარკოვში მცხოვრები კატის, სტეპანის Instagram-ზე შეიძინა და გამოაქვეყნა რეკლამა, რომელზეც შინაური ცხოველი ერთი ჭიქა წითელი ღვინისა და Rockstud-ის ხელჩანთის გვერდით პოზირებს. ამ დროისთვის კატა-ბლოგერის Instagram -ანგარიშზე Valentino რეკლამის ყველაზე დიდი განმთავსებელია.

ხარკოველი კატა ახლახან ბრიტნი სპირსის პროფილზეც გამოჩნდა. ერთი კვირის წინ ამერიკელმა მომღერალმა მისი ფოტო Instagram-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. სწორედ ამ სახით დააანონსა მან თავისი ფილმის, „კერპის" (The Idol) გამოსვლა, ხოლო ამ ანონსიდან რამდენიმე დღის შემდეგ, მოდის ბრენდმა, Valentino-მ კატასთან ერთად ხელჩანთის რეკლამა განათავსა.

სანამ სტეპანის ანგარიშზე ცნობილი მომღერალი და საერთაშორისო ბრენდი გამოჩნდებოდა, მისი Instagram-ით სურნელოვანი სანთლების მწარმოებელმა Rhythm Home-მა და ძაღლების ეკო-საკვების ბრენდმა, Acana & Orijen-მაც ისარგებლეს. ასევე, უკრაინულმა ტელეარხმა 1+1-მა კატასთან ერთად ვიდეორგოლი გადაიღო.

კატის პატრონმა ჟურნალ Vogue-ს განუცხადა, რომ მისი შინაური ცხოველი ტელეარხ Discovery-ზეც ახსენეს, ხოლო MTV-მ სტეპანის ერთ-ერთ ვიდეორგოლზე უფლებაც კი მოიპოვა.

კატა სტეპანი მეტად პოპულარული გახდა TikTok-ის ვიდეორგოლებზეც, სადაც ის მაგიდასთან მშვიდად ზის და პოპულარული მუსიკალური ტრეკების ფონზე, მის წინ მდებარე სასმელებს ათვალიერებს.

ამჟამად კატა სტეპანს TikTok-ზე 995 ათასი, Instagram-ზე კი 783 ათასი გამომწერი ჰყავს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ