კობა გვენეტაძემ პარლამენტს 2022-2024 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები წარუდგინა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტს 2022-2024 წლების ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები წარუდგინა.

პროექტში ასახულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტები, რომლებსაც ეროვნული ბანკი მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად იყენებს და შესაძლო რისკების მიმოხილვა.

„წარმოდგენილი ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა პოტენციური შოკების მიმართ საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის გაუმჯობესებასა და ეკონომიკის სტაბილური და გრძელვადიანი ზრდის ხელშეწყობას ემსახურება,“ - განაცხადა კობა გვენეტაძემ.