Apple-მა მიკროჩიპების დეფიციტის გამო 20%-ით ნაკლები iPhone 13 გამოსცა

მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში კომპანიამ Apple დაგეგმილზე 20%-ით ნაკლები iPhone 13 გამოსცა, ხოლო პლანშეტ iPad-ების გამოცემა 50%-ით შეამცირა. აღნიშნულის მიზეზი მოწყობილობებისთვის საჭირო კომპონენტების დეფიციტი გახდა. ამის შესახებ იაპონური საქმიანი გამოცემა Nikkei წერს.

გაზეთის ცნობით, კომპონენტებისა და მიკროსქემების სიმწირის გამო აზრი არ ჰქონდა კომპანიას ემუშავა დღესასწაულებზე და ამისთვის დამატებით გადაეხადა. 1-ელ ოქტომბერს ჩინეთში განათლების დღეს აღნიშნავენ და მასთან დაკავშირებით ქვეყანაში 1-კვირიანი არდადეგები ცხადდება. გაზეთი აღნიშნავს, რომ სადღესასწაულო დღეები როგორც წესი, ვაჭრობის კუთხით ყოველთვის უფრო ცოცხალია და ამ დროს კომპანიები ზრდიან ხოლმე წარმოების მოცულობას, Apple-ის შემთხვევაში კი პირიქით მოხდა.

გარდა ამისა, როგორც გამოცემა წერს ნოემბრის დასაწყისისთვის iPad და iPhone მოდელების წარმოება არ გაუმჯობესებულა. ამასთან, კომპანიამ 25%-ით შეამცირა წინა მოდელების წარმოებაც.

ოქტომბერში ითქვა, რომ Apple ათი მილიონით ნაკელბ სმარტფონს გამოსცემდა, ვიდრე დაგეგმილი ჰქონდა. ნოემბერში კორპორაციამ მკვეთრად შეამცირა პლანშეტების წარმოებაც, რათა დაეზოგა და საჭირო ჩიპები გამოეყენებინა ახალი სმარტოფნის წარმოებაში.

კოკა კვირკველია