ლონდონი კიევს დამატებით 1 მილიარდს გამოუყოფს

დიდი ბრიტანეთი დამატებით 1 მილიარდ გირვანქა სტერლინგს გამოყოფს უკრაინის მხარდაჭერისთვის. ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ გააკეთა.

„შესანიშნავი ახალი ამბავი გვაქვს ლონდონიდან: დიდი ბრიტანეთი დამატებით 1 მლრდ გირვანქა სტერლინგს გამოყოფს უკრაინის მხარდასაჭერად. ეს არის ახალი ინვესტიციები, ვაჭრობა, უსაფრთხოება. ჩემი ბორის ჯონსონთან მოლაპარაკებების შედეგად, ბრიტანეთის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი ფინანსური მხარდაჭერა გაიზრდება 3,5 მლრდ გირვანქა სტერლინგამდე“, - დაწერა ზელენსკიმ Twitter-ზე.

თავის მხრივ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრი კულებამ განაცხადა, რომ ლონდონში დასრულდა უკრაინა-დიდი ბრიტანეთი სტრატეგიული პარტნიორობის დიალოგის სამზადისი. „მადლობელი ვარ ამ გადაწყვეტილებით, რაც მოწმობს, რომ კიევი და ლონდონი ახლო მოკავშირეები არიან. რესურსების გამოყოფა მოხმარდება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ჯანდაცვას და სუფთა ენერგეტიკას’ - დაწერა მან ასევე Twitter-ზე.

დიდი ბრიტანეთი ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია უკრაინისთვის. 2020 წელს ის იყო რიგით მესამე ქვეყანა შვეიცარიის შემდეგ პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოცულობით. ლონდონმა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაზარდა კიევის მხარდაჭერა, რომელიც მოიცავს თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სამხედრო.

კოკა კვირკველია