Lambo-ს ციებ- ცხელება: 10 ცნობილი ადამიანი ყველაზე დახვეწილი და ძვირად ღირებული Lamborghini-ით

დღეს ჰოლივუდში მანქანა უფრო მეტია, ვიდრე ცხოვრების სტილის ნაწილი. ისინი სტატუსის სიმბოლოები გახდნენ და გულშემატკივრებიც ყურადღებით ადევნებენ თვალს, თუ რომელ მოდელს მართავს მათი საყვარელი ვარსკვლავი.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი თავის კოლექციაში ვინტაჟურ მანქანებს ირჩევს, სხვები ყველაზე მაღალტექნოლოგიურ და პერსონალიზებულ ავტომობილებს ყიდულობენ. თუმცა ალბათ, ყველა თანხმდება, რომ Lamborghini-ს ვერაფერი შეედრება.

წარმოგიდგენთ ცნობილ ადამიანებს, რომლებიც ყველასგან გამორჩეულ Lamborghini-ს ფლობენ.

2-1639131727.jpg

კრის ბრაუნი - Lamborghini Aventador Superveloce Dragon Ball Z

კრის ბრაუნს Goku-ს ტატუ, ყელსაბამი და უამრავი ნივთი აქვს. მან თავის უნიკალურ კოლექციას თავისი Lamborghini Aventador Superveloce Dragon Ball Z შემატა. Auto Evolution-მა დაწერა, რომ Dragon Ball Z გმირი დახატულია ჟოლოსფერი წითელი პრინტით, რაც ვარსკვლავს 400,000 დოლარი დაუჯდა.

3-1639131763.jpg

კანიე უესტი - Lamborghini Urus

ცნობილია, რომ კანიე უესტი ბევრ უცნაურ გადაწყვეტილებას იღებს. როდესაც მან 2019 წელს შეიძინა Lamborghini Urus, რეპერმა გადაწყვიტა იგი თავად გადაეკეთებინა. კრემისებრი სუპერ ქარის ინტერიერი მოპირკეთებულია კაშკაშა ლურჯი ტყავით და ნაცრისფერი აქცენტებით. Urus-ის საწყისი ფასი 200 000 დოლარია.

4-1639131820.jpg

ჯასტინ ბიბერი - Lamborghini Aventador

ჯასტინ ბიბერმა თავისი Lamborghini Aventador 2012 წელს იყიდა, როდესაც ის 18 წლის იყო. Aventador-ის შეძენის დროს, მისი საბაზისო ფასი 119 000 დოლარი იყო. ბიბერმა მანქანა სხვადასხვა ფერად ბევრჯერ გადაღება. თავდაპირველად ავტომობილი ნაცრისფერი იყო, შემდეგ წითლად შეცვალეს, ბოლოს კი პიტნისფერ - ლურჯად გადაღება და კარზე სიტყვა „მხოლოდ ნაღდი ფული“ დაახატა.

5-1639131877.jpg

ჯეი ლენო - Lamborghini Miura

კომიკოსი და თოქ-შოუს წამყვანი ჯეი ლენო მანქანებით არის გატაცებული. მანქანების მოყვარული კოლექციონერი, სატელევიზიო სერიალს “ჯეი ლენოს გარაჟი“ უძღვება. ერთხელ მან მაყურებლებს თავისი ადრეული წარმოების Lamborghini Miura P400 აჩვენა. Miura P400, 3,5 მილიონი დოლარი ღირს.

6-1639131944.jpg

50 ცენტი - Lamborghini Murcielago

50 ცენტის ერთ-ერთი საყვარელი მანქანა კოლექციაში არის Lamborghini Murcielago, რომელიც მან 2005 წელს იყიდა. მანქანა თავდაპირველად მუქი ნაცრისფერი იყო. თუმცა ვარსკვლავმა იგი გადააკეთა. Cheat Sheet-ის მიხედვით, სუპერმანქანა მას 510,000 დოლარი დაუჯდა.

7-1639131976.jpg

კიმ კარდაშიანი - Lamborghini Urus

სიაში კიდევ ერთი Lamborghini Urus ეკუთვნის კანიე უესტის ყოფილ მეუღლეს, კიმ კარდაშიანს. მან თავისი Urus მყუდრო თეთრ SKIMS ქსოვილში გაახვია.

მასალა მოიცავს ექსტერიერს, სავარძლებს, დისკებს და საჭეს. ძვირად ღირებული მანქანა რეალითი ვარსკვლავს 200 000 დოლარი დაუჯდა.

8-1639132004.jpg

შონ კომბსი ­- Lamborghini Gallardo Spyder

შონ კომბსი გრემის მფლობელი რეპერი და პროდიუსერია. 885 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულებით, კომბსი მანქანების გრძელ სიას ფლობს. ერთ-ერთია Lamborghini Gallardo Spyder, რომელიც მან 2008 წელს იყიდა. 220,000 დოლარიანი Gallardo Spyder იყო ყველაზე გაყიდვადი მოდელი, რომელიც Lamborghini-მ ოდესმე გამოუშვა და გაყიდა.

9-1639132039.jpg

ოფსეტი - Lamborghini Aventador SVJ

ოფსეტმა 29 წლის იუბილე განსაკუთრებულად აღნიშნა. მას პარტნიორმა ქარდი ბიმ ოქროსფერი Lamborghini Aventador SVJ აჩუქა.

Aventador SVJ-ის მხოლოდ 63 ეგზემპლარია ხელმისაწვდომი მთელ მსოფლიოში, ეს მოდელი არის ერთ-ერთი უიშვიათესი ბაზარზე. ოფსეტი აღფრთოვანებული და ბედნიერი იყო, რომ დაბადების დღეზე საჩუქრად 700 000 დოლარიანი მანქანა მიიღო.

(წყარო - therichest.com)

თეონა რამაზაშვილი