ორგანიზაცია Transparency International კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით მსოფლიოს ყველაზე მეტად და ნაკლებად კორუმპირებული ქვეყნების სიას ავრცელებს.
ორგანიზაციამ კვლევა მსოფლიოს 180 ქვეყანაში ჩაატარა და მათ ქვეყნები კორუფციის მაჩვენებლით 0-დან 100 ქულამდე შეაფასეს, სადაც 100 კორუფციის მინიმალურ დონეზე მიუთითებს, 0 კი- მაქსიმუმზე.
რეიტინგში ქვეყნების 2/3-ზე მეტი 50 ქულით, ან უფრო ნაკლებით შეფასდა, რაც მსოფლიოს მასშტაბით კორუფციის მაჩვენებლის ზრდაზე მიუთითებს. Transparency International ამ ფაქტს კორონავირუსის პანდემიას და მისგან გამოწვეულ კრიზისის უკავშირებს.
კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე კორუმპირებული ქვეყნების სათავეში სომალი და სამხრეთ სუდანი არიან 12-12 ქულით.
TOP-10 ყველაზე კორუმპირებული ქვეყნების სია ასე გამოიყურება:
რაც შეეხება ყველაზე ნაკლებად კორუმპირებულ ქვეყნებს, სიაში ძირითადად ევროპის ქვეყნები ლიდერობენ. რეიტინგი ასეთია:
საქართველო 180 ქვეყანას შორის 45-ე პოზიციაზეა, 65 ქულით. ასევე 45-ე ადგილი დაიკავეს პოლონეთმა და სენტ-ლუსიამ.
რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, რეიტინგში სომხეთი მე-60 ადგილზეა, აზერბაიჯანი 129-ზე, თურქეთი 86-ზე, რუსეთი კი, 129-ზე.
მეზობელი ქვეყნების გარდა, საქართველო რეიტინგში ისეთ ქვეყნებსაც უსწრებს, როგორებიცაა ჩეხეთი, მალტა, იტალია, საბერძნეთი, ხორვატია და უნგრეთი.