Apple Inc (AAPL.O) 3 ტრილიონი დოლარის ღირებულების საბაზრო კაპიტალიზაციას უახლოვდება.
როგორ „როიტერსი“ წერს, Apple-ის აქციები ბოლო დროს 1,6%-ით გაიზარდა და 174 დოლარამდე შეადგინა. იმისათვის, რომ ნიშნულს მიაღწიონ, საჭიროა კომპანიამ თითო აქცია 182,85 დოლარად ივაჭროს.
2020 წელს აქციების ფასის 80%-ით გაზრდის შემდეგ, მხოლოდ წელს საფასური კიდევ დაახლოებით 30%-ით გაიზარდა.
მისი ტრილიონიანი კლუბის წევრმა კონკურენტებმა - Amazon (AMZN.O), Alphabet (GOOGL.O) და Tesla (TSLA.O) - ყველამ 10%-დან 70%-მდე ზრდა დააფიქსირა.
Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ ერთ ტრილიონ დოლარს 2018 წელს მიაღწია.