აშშ-ის რომელმა პრეზიდენტმა დააგროვა ყველაზე მეტი სიმდიდრე პოსტიდან წასვლის შემდეგ

წლიური ხელფასით 400 000 აშშ დოლარი, დამატებული 50 000 აშშ დოლარი ხარჯებისთვის - სამართლიანია იმის აღნიშვნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობა პრეზიდენტს კარგად უხდის. თუმცა, ეს არაფერია იმ თანხასთან შედარებით, რაც ყოფილმა პრეზიდენტებმა თანამდებობის დატოვების შემდეგ გამოიმუშავეს, სოლიდური პენსიის გარდა, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტები სიცოცხლი ბოლომდე იღებენ.

საინტერესოა, რამდენი გამოიმუშავეს აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტებმა პოსტის დატოვების შემდეგ?

ჯერალდ ფორდი: პოსტ-საპრეზიდენტო წმინდა ღირებულება 8,1 მილიონი დოლარი

ამერიკის 38-ე პრეზიდენტი ჯერალდ ფორდი 1974 წლიდან 1977 წლამდე მსახურობდა. ფორდმა ცხოვრების უმეტესი ნაწილი საჯარო სამსახურში გაატარა. პრეზიდენტობამდე, რვა წელი წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკური კონფერენციის ლიდერი იყო, ასევე იყო ვიცე-პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონის დროს.

1977 წლის იანვარში თეთრი სახლიდან წასვლის შემდეგ, ფორდმა დაახლოებით 1 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა. 1979 წელს მან გამოაქვეყნა თავისი ავტობიოგრაფია „განკურნების დრო“, რომელსაც 1987 წელს მოჰყვა პოლიტიკური ანეკდოტების კრებული „იუმორი და პრეზიდენტი“. მან ასევე გახსნა მისი სახელობის ბიბლიოთეკა მიჩიგანის უნივერსიტეტში. მომგებიან საჯარო გამოსვლებთან და საბჭოში წევრობასთან ერთად, მან შეძლო და ინვესტიცია ჩადო ნავთობში. ფორდი ჯანმრთელობის მრავალი პრობლემის გამო 2006 წელს გარდაიცვალა. იმ დროისთვის მისი კაპიტალი დაახლოებით 400%-ით იყო გაზრდილი.

ჯიმი კარტერი: 8.1 მილიონი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯიმი კარტერი, ამჟამად 97 წლისაა. ის პოსტზე 1977 წლიდან 1981 წლამდე მსახურობდა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი პრეზიდენტის წლიური პენსია 200,000 აშშ დოლარი იყო, მას შემდეგ, რაც მან თეთრი სახლი დატოვა, მისმა ქონებამ აღმასვლაც და ვარდნა განიცადა.

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი გახდა, კარტერმა მისი ოჯახის წარმატებული არაქისის ფერმა, ბრმა ნდობის ხელში გადააბარა. პრეზიდენტის პოსტის დატოვების შემდეგ, ის შოკირებული იყო, როდესაც აღმოაჩინა, რომ ოჯახის ბიზნესი განადგურებული დახვდა. საბედნიეროდ, კარტერმა ნაყოფიერი მწერლობით კვლავ შეძლო თავისი ბედის შემობრუნება. მან დაწერა 20-ზე მეტი წიგნი, მათ შორის მემუარები, პოლიტიკური ტომები, პოეზიის კრებული და საბავშვო წიგნი The Snuggle Fliger. იგი ასევე ხელმძღვანელობდა ჯიმი კარტერის ბიბლიოთეკისა და მუზეუმის მშენებლობას, ასწავლიდა ემორის უნივერსიტეტში ატლანტაში და დააარსა არაკომერციული Carter Center, რომელიც მუშაობს ადამიანის უფლებების გასაუმჯობესებლად.

რონალდ რეიგანი: 14,2 მილიონი დოლარი

პოლიტიკაში მოსვლამდე რონალდ რეიგანი პოპულარული მსახიობი და კინომსახიობთა გილდიის პრეზიდენტი იყო. მისი პოლიტიკური კარიერა დაიწყო 1950-იან წლებში და 1981 წლიდან 1989 წლამდე შეერთებული შტატების მე-40 პრეზიდენტად მსახურობდა.

რეიგანმა მისი სამსახიობო უნარები და ქარიზმანპოლიტიკური კარიერის დასრულების შემდეგ გამოიყენა და საჯარო გამოსვლებით დიდძალი ფული გამოიმუშავა. გავრცელებული ინფორმაციით, Fortune 500 კომპანიებში მონაწილეობით, იგი წელიწადში დაახლოებით 1,8 მილიონი დოლარს გამოიმუშავებდა.

რიჩარდ ნიქსონი: 17,2 მილიონი დოლარი

რიჩარდ ნიქსონი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტი 1969 წლიდან 1974 წლამდე იყო, ყველაზე კარგად უოტერგეიტის სკანდალით ახსოვთ. იგი ამერიკის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი, რომელმაც პენსიაზე გასვლის შემდეგ ცნობილ ბრიტანელ ტელეწამყვანთან დევიდ ფროსტისთან შეთანხმება დადო და ექსკლუზიურ ინტერვიუებს მხოლოდ მას აძლევდა. ნიქსონს ამისთვის 600 000 დოლარი გადაუხადეს.

ამას გარდა, ნიქსონმა ასევე დაწერა ათი წიგნი, რომელთაგან ნაწილი ბესტსელერი გახდა. 1981 წელს მან თავისი ნიუ-იორკის თაუნჰაუსი სირიის ელჩს შეერთებულ შტატებში 2,6 მილიონ დოლარად მიჰყიდა. მოგვიანებით კი უძრავი ქონების პორტფელი გააფართოვა.

ჯორჯ ბუში (უფროსი): 26,3 მილიონი დოლარი

სანამ 41-ე პრეზიდენტი გახდებოდა, მდიდარი ბუშების ოჯახის წევრი, ჯორჯ ჰ. ბუში ფულს ოფშორული საბურღი კომპანიის მართვით გამოიმუშავებდა.

გაპრეზიდენტების შედეგ ბუში ამერიკას 1989 წლიდან 1993 წლამდე მსხურობდა. 2018 წელს მისი გარდაცვალების დროს, მისი ქონება დაახლოებით 475%-ით იყო გაზრდილი.

უფროსმა ბუშმა მილიონობით დოლარის ინვესტიცია მოახდინა საკუთრებაში, მათ შორის, მამულში კენბუნკპორტში, რომელიც, სავარაუდოდ, 5 მილიონ დოლარზე მეტი ღირს. ის ასევე მუშაობდა კერძო ინვესტიციის ფირმა Carlyle Group-ის მრჩევლად და იღებდა ფულს მრავალი კორპორატიული გამოსვლისთვის. სხვა პრეზიდენტებისგან განსხვავებით, მას არასოდეს დაუწერია ავტობიოგრაფიები, თუმცა მისი პირადი დღიურების ნაწილები გამოიცა ორ ტომად.

ჯორჯ ბუში (უმცროსი): 39,5 მილიონი დოლარი

მამის კვალდაკვალ ჯორჯ ბუში (უმცროსი) ამერიკის 43-ე პრეზიდენტი, პოსტზე 2001 წლიდან 2008 წლამდე მოღვაწეობდა. პრეზიდენტობამდე ის ქონებას ნავთობის ინდუსტრიაში გამოიმუშავებდა. ასევე ფლობდა აქციებს პროფესიონალურ ტეხასის რეინჯერსის ბეისბოლის გუნდში და სწორედ ამიტომ ამერიკის ერთ-ერთი უმდიდრესი ყოფილი პრეზიდენტიც გახდა.

2015 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თეთრი სახლიდან წასვლის შემდეგ მან 200-ზე მეტი ფასიან გამოსვლაში მიიღო მონაწილეობა. თითოეულში კი 100 000 დოლარზე მეტი გადაუხადეს. 2010 წელს მომგებიანი წიგნის გარიგებამ მას კიდევ 7 მილიონი დოლარი მოუტანა.

ბარაკ ობამა: 70 მილიონი დოლარი

ბარაკ ობამა შეერთებული შტატების პრეზიდენტი იყო 2008 წლიდან 2017 წლამდე. მან თავისი ბესტსელერი წიგნების წყალობით მილიონები ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნისას გამოიმუშავა.

მან და მისმა მეუღლემ მიშელ ობამამ, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დიდძალი ფინანსები გამოიმშავეს, მათი ქონება 40 მილიონი დოლარიდან 70 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

წყვილი დაკავებულია მედია იმპერიის აშენებით. მათი საპროდიუსერო კომპანია Higher Ground 2018 წელს დაიწყო და დაევალა შექმნას სკრიპტირებული და არასკრიპტული კონტენტი სტრიმინგ გიგანტ Netflix-ისთვის, როგორც მომგებიანი მრავალწლიანი გარიგების ნაწილი. კომპანიამ უკვე მიიღო ოქროს გლობუსი და ემის 2019 წლის დოკუმენტური ფილმისთვის American Factory. Higher Ground-მა ასევე ითანამშრომლა Spotify-თან ექსკლუზიური პოდკასტების სერიისთვის, დაწყებული მიშელ ობამას პოდკასტით, რომელიც 2020 წლის ზაფხულში გავიდა.

ბილ კლინტონი: 75,9 მილიონი დოლარი

შეერთებული შტატების 42-ე პრეზიდენტი ბილ კლინტონი პოსტზე 1993 წლიდან 2001 წლამდე მოღვაწეობდა. მიუხედავად იმისა, რომ თეთრ სახლში შესვლამდე მასზე მდიდარი ნამდვილად არ ითქმოდა, მოგვიანებით 75,9 მილიონი დოლარის გამომუშავება შეძლო. დღეს იგი დაახლოებით 21 მილიონი დოლარს ფლობს

დონალდ ტრამპი: 2,5 მილიარდი დოლარი

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტობის პერიოდში 1,6 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა, დონალდ ტრამპმა თანამდებობა ნაკლები თანხით დატოვა, ვიდრე 2017 წელს თეთრ სახლში შესვლისას ფლობდა. გავრცელებული ინფორმაციით 2021 წლის იანვარში მისი ქონება დაახლოებით 700 მილიონი დოლარით შემცირდა. თუმცა, იმის გამო, რომ ტრამპი დაჟინებით უარს ამბობს საგადასახადო დეკლარაციის გამოქვეყნებაზე, კომენტატორებს უჭირთ მისი მდგომარეობის ზუსტი სურათის მიღება.

როგორც ძვირად ღირებული სასტუმროების, კაზინოების, საოფისე შენობების და გოლფის მოედნების მფლობელი როგორც ამერიკაში, ასევე მთელ მსოფლიოში, COVID-19 პანდემიამ სერიოზულად იმოქმედა ტრამპის ბედზე. ორჯერ იმპიჩმენტმა და აჯანყებამ კაპიტოლიუმის ჰილზე ასევე გამოიღო თავისი შედეგი, რადგან უოლ სტრიტის ინსტიტუტები და ბიზნესპარტნიორები მისგან დისტანცირებას ცდილობენ.

(წყარო - lovemoney.com)

თეონა რამაზაშვილი