ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 126 შემთხვევა დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი 126 პირს დაუდასტურდა. ამასთან, კორონავირუსს ბოლო 24 საათის მანძილზე მსხვერპლი არ მოჰყოლია. გუდაუთის ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში 80% სტაციონარში მკურნალობს, მათ შორის 33 მძიმე მდგომარეობაშია.

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 43 პაციენტი იმყოფება, მათ შორის 15 მძიმე მდგომარეობაშია.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 36 079-ს შეადგენს, ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა კი 539-ს.