15 დეკემბრიდან რუსეთი 1 ტონა საექსპორტო ხორბალზე საბაჟო მოსაკრებელს მოქმედი 84,9 დოლარიდან 91 დოლარამდე ზრდის. 1 ტონა ქერზე გადასახდელი არსებული 75,1 დოლარიდან 78,7 დოლარამდე გაიზრდება, ხოლო ტონა სიმინდზე უმნიშვნელოდ, 54,3-დან 54,4 დოლარამდე.
ხორბლის გადასახდელზე ფასის დადგენა მოხდა ინდიკაციური ფასის მიხედვით, რომლის თანახმადაც, 1 ტონა ხორბლის ღირებულება 330,1 დოლარია, 1 ტონა ქერის 297,5 დოლარი ხოლო 1 ტონა სიმინდის - 262,8 დოლარი.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 1-ლი აპრილიდან რუსეთში მოქმედებს ე.წ. მცურავი“ გადასახდელი საექსპორტო ბურღულეულზე, რომელიც ძალაში შევიდა 2021 წლის 2 ივნისს.