ეროვნულმა სატყეო სააგენტომ, ქვემო ქართლში, 33 ჰექტარზე ტყის აღდგენის, მათ შორის, ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები განახორციელა

ეროვნულმა სატყეო სააგენტომ, ქვემო ქართლში, 33 ჰექტარზე ტყის აღდგენის, მათ შორის, ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები განახორციელა.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, აღდგენითი სამუშების დაწყებამდე, აღნიშნული ტერიტორია ნარჩენებისგან გაიწმინდა და შემოიღობა.

მათი ინფორმაციით, ეროვნული სატყეო სააგენტო ტყის აღგდენის ღონისძიებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.

„2021 წელს, მომზადდა 16 პროექტი და აღდგენა-გაშენების ღონისძიებები განხორციელდა გურიის, იმერეთის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონებში, ჯამში, 444 ჰა ფართობზე. 2022 წელს, ეროვნული სატყეო სააგნეტოს ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით, 500 ჰა-მდე ტყის ფართობის აღდგენა იგეგმება. აღსანიშნავია, რომ კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მიმართ აღებული ვალდებულება ითვალისწინებს, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ, ყოველწლიურად, აღადგინოს არანაკლებ 200 ჰექტარი ტყე და ხელი შეუწყოს ბუნებრივი ტყის საფარის შენარჩუნებას“,-აღნიშნულია ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.