12 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოდან 5.6 მლნ აშშ დოლარის ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა

მიმდინარე წლის 1-ელი სექტემბრიდან 12 დეკემბრის ჩათვლით 11.2 ათასი ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 5.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში (5 097 ტონა), რუსეთში (3 645 ტონა), უკრაინაში (2 263 ტონა) თურქეთში (108 ტონა), ყაზახეთში (62 ტონა), მოლდოვაში (39 ტონა) და მცირე რაოდენობით სხვა ქვეყნებში (10 ტონა).