21 თებერვალს, გაყიდვების გურუ ბრაიან თრესი თბილისში მასტერკლასს გამართავს

საქართველო 70-ე ქვეყანა გახდება, სადაც ბრაიან თრეისი საკუთარ რჩევებს გაუზიარებს შეკრებილ აუდიტორიას

რამდენიმე დღეში საქართველო მსოფლიოს იმ რამდენიმე ათეულ ქვეყანას შეუერთდება, სადაც მასტერკლასს საქვეყნოდ ცნობილი ბიზნესკონსულტანტი, გაყიდვების გურუ, თვითრეალიზაციისა და ლიდერობის თემაზე დაწერილი უამრავი წიგნის ავტორი, ბრაიან თრეისი ჩაატარებს.

21 თებერვალს თბილისში, ექსპო-ჯორჯიას მე-3 პავილიონში ბრაიან თრეისი 450-მდე მსმენელისთვის გამართავს მასტერკლასს გაყიდვებისა და ლიდერობის თემაზე. ღონისძიება კომპანია ”სითი კონსალტინგის” ორგანიზებითა და ”ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის” წარდგინებით ხორციელდება, პლატინის სპონსორი კი ციფრული მარკეტინგის სააგენტო mCloud-ია (mcloud.ge). bpn

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტრენერი და სპიკერი თბილისს პირველად ეწვევა. ორგანიზატორთა განცხადებით, საქართველო 70-ე ქვეყანა გახდება, სადაც ბრაიან თრეისი საკუთარ რჩევებს გაუზიარებს შეკრებილ აუდიტორიას. ცნობილი ბიზნესკონსულტანტის მასტერკლასზე დასასწრებად მსმენელები არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ მეზობელი ქვეყნებიდანაც შეიკრიბებიან.

bpn

წარმოშობით კანადელი, ამერიკელი ბრაიან თრეისი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საკონსულტაციო კომპანია Brian Tracy International- ის პრეზიდენტი და დამფუძნებელია, რომელსაც მსოფლიოს 31 ქვეყანაში აქვს ფილიალი. მარკეტინგში, ეკონომიკაში, მენეჯმენტსა და ფსიქოლოგიაში ჩატარებული 25-წლიანი კვლევის შედეგად, ბრაიან თრეისი მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტია ბიზნესის წარმატებით მართვასა და პირადი განვითარების საკითხში. ის ისეთ სახელოვან კომპანიებსა და ბრენდებს უწევს კონსულტაციებს, როგორებიც BMW, IBM, Hayatt Hotels, Ritz Carlton, Toyota, Nissan, Mercedes Benz, Bank of America, Ernst & Young-ი და სხვა ცნობილი მსოფლიო ბრენდებია.

კარიერის განმავლობაში, ბრაიან თრეისიმ 4 500-ზე მეტი სემინარი გამართა მსოფლიოს 500-ზე მეტი კომპანიისთვის, ყოველწლიურად კი მის ლექციებსა და ტრენინგებს 350 ათასი ადამიანი ესწრება. ბრაიან თრეისი ავტორია ისეთი ბესტსელერების, როგორებიცა ”ჩვევები მილიონ დოლარად”, „მაქსიმალური წარმატება”, ”მართე შენი დრო და გაიორმაგე შედეგები” და სხვა. მისი წიგნები თარგმნილია 20 ენაზე.bpn

თბილისში, ბრაიან თრეისის მასტერკლასის ერთ-ერთი საინფორმაციო მხარდამჭერია „პალიტრა მედია ჰოლდინგში” შემავალი ბიზნეს და ეკონომიკური პორტალი bpn.ge.

R