რუსეთმა უკრაინული მარილის იმპორტი აკრძალა

რუსეთის ფედერაციამ უკრაინული მარილის იმპორტი აკრძალა.

"როსპოტრებნადზორის" ინფორმაციით, 26 იანვრიდან რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინული მარილის შეტანა იკრძალება.

რუსული უწყების თანახმად, უკრაინული კომპანია "არტემსოლის" წარმოებული საკვები მარილი არ აკმაყოფილებს შესაბამის მოთხოვნებს, მასში ასევე არ არის საკმარისი იოდი. "სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის სამსახურმა და მომხმარებელთა დაცვის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა დაადასტურეს მწარმოებლის მიერ მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევა", - ნათქვამია "როსპოტრებნადზორის" განცხადებაში.