გიორგი ქადაგიძეს საპარლამენტო კომიტეტის დახურულ სხდომაზე მოუსმენენ

პარლამენტში დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს ელოდებიან.

ქადაგიძესთან შეხვედრა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ფარგლებში გაიმართება. სხდომა დახურული იქნება, რომელიც 17:30 საათისთვის არის დაგეგმილი. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ნოდარ ებანოიძის ცნობით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრის მთავარი თემა ფულად საკრედიტო პოლიტიკის მიმდინარეობა და მასთან დაკავშირებული საკითხები იქნება.