შემოსავლების სამსახურმა თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული საქონელი გამოავლინა

შემოსავლების სამსახურმა თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული საქონელი გამოავლინა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სხვადასხვა სახის არადეკლარირებული საქონლის მოზრდილი პარტიის შემოტანის ფაქტი გამოავლინეს 23 იანვარს საბაჟო გამშვები პუნქტის, "თბილისის აეროპორტის" მებაჟე ოფიცრებმა.

"რეისით შარჯა - თბილისი ჩამოფრინდნენ სომხეთის მოქალაქეები ა.ვ. და ე.ა., რომელთაც დათვალიერების შედეგად აღმოაჩნდათ დიდი რაოდენობით არადეკლარირებული საქონელი. კერძოდ, ა.ვ.-ის ბარგში აღმოჩნდა 3885,43 ლარის ღირებულების შემდეგი საქონელი: მობილური ტელეფონი SAMSUNG GALAXY (ჩინური) – 3 ცალი, iPhone 5s (ჩინური) –1 ცალი,   iPhone 6 (ჩინური) 5 ცალი, მეხსიერების ბარათი SANDISK -55 ცალი, მეხსიერების ბარათი (ჩიპი) -150 ცალი, ფოტოაპარატი SAMSUNG –1 ცალი, ფოტოაპარატი CANON –1 ცალი. ე.ა.-ს ბარგში კი შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, კერძოდ: მობილური ტელეფონი SAMSUNG GALAXY (ჩინური) – 3ცალი, iPhone 5s (ჩინური) – 1 ცალი, iPhone 6 (ჩინური) – 5 ცალი, მეხსიერების ბარათი SANDISK – 60 ცალი, მეხსიერების ბარათი (ჩიპი) – 149 ცალი, ფოტოაპარატი SAMSUNG – 1 ცალი, ფოტოაპარატი CANON – 1 ცალი, ტელევიზორი SAMSUNG – 1 ცალი. შემოსავლების სამსახურის განცხადებით, საქონლის ღირებულებამ 7101,38 ლარი შეადგინა", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, ორივე მგზავრს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა შეეფარდა. შესაბამისად - 3885,43 ლარის და 7101,38 ლარის ოდენობით.