რას წარმოადგენს ისტორიაში ყველაზე მდიდარი ოჯახის მიერ შექმნილი კომპანია, Rothschild & Co, რომელიც საქართველოს რეგიონალურ ჰაბად გარდაქმნის

საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგიის განვითარებაზე მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ჯგუფი "Rothschild & Co" იმუშავებს. შესაბამის შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და კომპანია "Rothschild & Co"- ის მმართველ დირექტორს არიელ მალარდ დე როტშილდს შორის ხელი ბრიუსელში მოეწერა.

საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია შეიმუშავებს სტრატეგიას, საქართველოს რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის მიზნით, ასევე იმუშავებს საქართველოში დამატებითი ფინანსური რესურსებისა და გრანტების მოზიდვის მიმართულებით.

რას წარმოადგენს "Rothschild & Co", რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი, დამოუკიდებელი ფინანსური სერვისების ჯგუფია, რომელიც მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს?

მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი დამოუკიდებელი ფინანსური ჯგუფი

Rothschild & Co არის მრავალეროვნული საინვესტიციო ბანკი და ფინანსური მომსახურების კომპანია, Rothschild საბანკო ჯგუფის ფლაგმანი, რომელსაც როტშილდების ოჯახის ფრანგული და ბრიტანული შვილობილი კომპანიები აკონტროლებენ.

მსოფლიოს ფინანსურ ბაზრებზე თავად კომპანია და გლობალური ქსელი 200 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფება.

“ჩვენ ვხელმძღვანელობთ ღირებულებებით, რომელსაც მხარს უჭერს ოჯახის ლიდერების შვიდი თაობა და 200 წლიანი მემკვიდრეობა,“ - აღნიშნულია კომპანიის წარსადგენ წინასიტყვაობაში.

Rothschild & Co -ს მთლიანმა აქტივებმა 2020 წელს 14,7 მილიარდი ევრო შეადგინა. საოპერაციო მოგებამ კი 374 მილიონი ევრო. 2020 წელს კომპანიის წმინდა შემოსავალი 309 მილიონი ევრო იყო.

ანგარიშის მიხედვით, შემოსავლის ზრდა 2021 წლის მესამე კვარტალშიც გაგრძელდა და 255% -ით მოიმატა, ცხრა თვს შემოსავალმა კი 282 მილიონი ევრო შეადგინა.

ისტორია

Rothschild & Co მისი დაფუძნებისა და ისტორიის შესახებ საინტერესო და ლაკონურ ექსკურსს გვთავაზობს.

1760-იანი წლებში მაიერ ამშელ როტშილდი (Mayer Amschel Rothschild) აშენებს წარმატებულ ბიზნესს ფრანკფურტში, რომელიც კლიენტებთან მყარ და გრძელვადიან ურთიერთობას ეფუძნება.

1810 წელს მაიერ ამშელის ხუთი ვაჟი ევროპის ძირითად ფინანსურ ცენტრებში: ფრანკფურტში, ლონდონში, პარიზში, ვენაში და ნეაპოლში დასახლდა. მალე ისინი მსოფლიოში ყველაზე ინფორმირებულ და ყველაზე ეფექტურ ფინანსურ გიგანტად გარდაიქმნებიან.

მე-19 საუკუნეში როტშილდის მხარდაჭერამ ახალი ინოვაციებისა და ახალი გლობალური ბაზრების მიმართ სამყაროს მომავლის ფორმირებას შეუწყო ხელი. კომპანიამ მხარს დაუჭირა რკინიგზის განვითარებას ევროპაში და განვითარებად ეკონომიკებში, როგორიცაა ინდოეთი და ბრაზილია.

სამთო მრეწველობაში კომპანიის პარტნიორობამ სამხრეთ აფრიკასა და ავსტრალიას დიდი წარმატება მოუტანა.

1820 წელს ძმები აგენტებისა და კონტაქტების გლობალურ ქსელს ქმნიან, რაც მათ უახლეს ბიზნეს და პოლიტიკურ ინფორმაციაზე წვდომის საშუალებას აძლევს.

ეს ბიზნესი წამყვან როლს თამაშობს სუვერენული ობლიგაციების ბაზრის განვითარებაში, ევროპიდან და რუსეთიდან ყველა კონტინენტზე გაფართოებამდე.

1875 წელს ლონდონის ოფისმა დაიწყო სახსრების შეგროვება ბრიტანეთის მთავრობისთვის სუეცის არხის ძირითადი წილების შესაძენად. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გარიგება ბიზნესში.

მე -20 საუკუნეში Rothschild & Co -მ შეერთებულ შტატებში, მეორე მსოფლიო ომის დროს გლობალურ მიღწევებში ინვესტირება დაიწყო. გახსნა ოფისები მსოფლიოს ყველა ძირითად ბაზარზე.

1986 წელს დაიბრუნეს გვარის გამოყენების უფლება ბიზნესში. 2009 წ. ამოქმედდა კომერციული ბანკი. დღეს Rothschild & Co არის ერთ-ერთი უდიდესი დამოუკიდებელი ფინანსური ჯგუფი მსოფლიოში.

როტშილდების უძველესი და მსოფლიოს უმდიდრესი დინასტიის შესახებ, საინტერესო ამბების წასაკითხად მიმართეთ ბმულს:

თეონა რამაზაშვილი