უორენ ბაფეტი, მარკ ცუკერბერგი, ჯორჯო არმანი - მილიარდერები, რომლებმაც თავის დროზე სკოლა მიატოვეს

ბევრი ჩვენგანი იზრდება იმ რწმენით, რომ წარმატებისთვის სანიმუშო მოსწავლე უნდა იყოს, რომელიც მისი პედაგოგის რჩეულიც იქნება. არსებული მსოფლიო სისტემის მიხედვით, სკოლას კოლეჯი ან უნივერსიტეტი მოსდევს, სადაც განათლების შესაბამისი სერტიფიკატიც უნდა აიღოთ.

თუმცა, ყველაფერი იდეალურად ყოველთვის არ მიდის. მსოფლიოს ისტორიას ჰყავს “დროფაუთ“ მილიარდერებიც - ადამიანები, რომლებმაც თავის დროზე დაწესებულებაში სწავლაზე უარი თქვეს და სულ სხვა გზა აირჩიეს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ზოგიერთს გაუმართლა. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ მათ ძირეულ განათლებაზე და საკუთარი თავის განვითარებაზე უარი არასოდეს უთქვამთ და სწორედ ამან განაპირობა ფინანსური სარგებელიც.

ვინ არიან ისინი?

ევან უილიამსი

უილიამსმა დააარსა ციფრული საგამომცემლო კომპანიები Blogger, Twitter და Medium. ის თავისი ოჯახის სოიოსა და სიმინდის ფერმაში გაიზარდა. მან ნებრასკას უნივერსიტეტში სწავლაზე უარი თქვა და საკუთარი მიზნისკენ სწრაფვა დამოუკიდებლად გააგრძელა, ისწავლა კომპიუტერული კოდის წერა და ორ მეგობართან ერთად შექმნა ბლოგის პლატფორმა Blogger.

უილიამსის ქონება ახლა 2,2 მილიარდი დოლარია.

ტედ ტერნერი

ტედ ტერნერმა ბრაუნის უნივერსიტეტი მიატოვა და მამის კომპანიაში Turner Advertising-ში დაიწყო მუშაობა. მა შემდეგ, რაც მამამ თავი მოიკლა, ბიზნესს იგი წარუძღვა. კომპანიას ეწოდა Turner Broadcasting და მალე მილიარდი დოლარის საწარმომდე გაიზარდა. ტერნერი ახლა 2,3 მილიარდ დოლარს ფლობს.

შონ პარკერი

როგორც Facebook-ის დამფუძნებელი პრეზიდენტი, პარკერი წარმატებული მეწარმეა, რომელმაც ასევე დააარსა მუსიკის გაზიარების სერვისი Napster. ის სწავლობდა შანტილის საშუალო სკოლაში, მაგრამ არასოდეს წასულა კოლეჯში. პარკერი ასევე დაეხმარა კომპანიებს, როგორიცაა Plaxo და Airtime. მისი ქონება 2,8 მილიარდი დოლარია.

ტრევის კალანიკი

კალანიკმა კოლეჯი მიატოვა, რათა მის ტექნიკურ სტარტაპებზე Scour-სა და RedSwoosh-ზე ფოკუსირება მოეხდინა. ის ცნობილია მას შემდეგ გახდა, რაც Uber-ის 2009 წელს თანადამფუძნებლებს შორის გამოჩნდა. ახლა ის არის City Storage Systems ჰოლდინგური კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი. 2019 წელს კალანიკმა გაყიდა თავისი 4% Uber-ში მილიარდობით. მისი ქონება 2,8 მილიარდი დოლარია.

სტივენ სპილბერგი

სტივენ სპილბერგს სამჯერ უარი უთხრეს კოლეჯში ჩარიცხვაზე. საბოლოოდ მან უარი თქვა ამაზე და ფოკუსირება მოახდინა მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებაზე, რამაც იგი Universal სტუდიომდე მიიყვანა. სპილბერგმა 1994 წელს დააარსა DreamWorks Studios ჯეფრი კეტზენბერგთან და თანამემამულე მიტოვებულ და მილიარდერ დევიდ გეფენთან ერთად. მისი ქონება 3,7 მილიარდი დოლარია.

რიჩარდ ბრანსონი

ბრანსონმა, რომელიც 3,9 მილიარდ დოლარს ფლობს, დააარსა ბრენდი Virgin და მისი შვილობილი 360 კომპანია, მათ შორის, ცნობილი Virgin Atlantic Airways. მას სურდა გამხდარიყო ჟურნალისტი ან რედაქტორი, ამის გამო 16 წლის ასაკში მიატოვა სკოლა და თავისი პირველი წარმატებული ბიზნესი - ჟურნალი Student წამოიწყო. 24 წლის ასაკში მან იყიდა საკუთარი 79 ჰექტარი კარიბის ზღვის კუნძული.

ჯორჯო არმანი

სამედიცინო სკოლიდან წამოსვლის შემდეგ, არმანი მას შემდეგ გახდა მილიარდერი, რაც მისი სახელობის მოდის ბრენდი დააარსა. არმანიმ საკუთარი ხაზი 1970-იანი წლების შუა ხანებში გამოუშვა და ახლა ბრენდი აქსესუარებს, სუნამოებს, კოსმეტიკას, ჯინსებს, სპორტულ ტანსაცმელს და მაღალი მოდას ტანსაცმელს ყიდის. არმანის ქონება 7,2 მილიარდი დოლარია.

რალფ ლორანი

რალფ ლორენი ბრონქსში, რუსეთიდან მიგრირებული ებრაელების ოჯახში დაიბადა. მოზარდობისას ის სამკერვალო ინდუსტრიაში ნახევარ განაკვეთზე მუშაობდა. მოგვიანებით კი მოდის ბრენდი დააარსა, რომელიც მის სახელს ატარებს. რალფმა თავის დროზე კოლეჯი მიატოვა. დღეს კი ბრენდის ღირებულება 7,3 მილიარდი დოლარია.

ჯეკ დორსი

Twitter-ის ამ დამფუძნებელ წევრს, გადახდების კომპანიის Square (ახლანდელი Block) დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს არ მიუღია კოლეჯის ხარისხი. მისურის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემდეგ, სანამ ნიუ-იორკის უნივერსიტეტში გადავიდოდა, დორსიმ სწავლა მიატოვა, რათა Twitter-ის განვითარებაზე ეზრუნა. დღეს მისი ქონება დაახლოებით 10,9 მილიარდი დოლარია.

ფრანსუა პინო

ფრანგმა მილიარდერმა სწავლა 1947 წელს მიატოვა და მამის სახერხ საამქროში დაიწყო მუშაობა. პინო და მისი ოჯახი ახლა ძვირად ღირებული დიზაინის სახლებს Gucci, Stella McCartney, Alexander McQueen და Yves Saint Laurent -ს ფლობენ. ის და მისი ოჯახი ასევე ფლობენ Christie's-ს. მისი ქონება 51,1 მილიარდი დოლარია.

უორენ ბაფეტი

მსოფლიოში ყველაზე ცნობილმა ინვესტორმა, ბაფეტმა თავისი პირველი აქციები 11 წლის ასაკში იყიდა, როდეაც სკოლაში სწავლაზე უარი თქვა და საშუალო სკოლაში პინბოლის მანქანების დამზადება დაიწყო.

მისი წმინდა ქონება 103,1 მილიარდი დოლარი ძირითადად შეგროვდა Berkshire Hathaway-ის განვითარებაზე, რომელმაც იყიდა აქტივები მედიისგან (ვაშინგტონ პოსტი), დაზღვევა (GEICO) და ნავთობი (Exxon). 1989 წლიდან 2006 წლამდე ბაფეტი Coca-Cola-ს დირექტორი იყო. ბაფეტმა პირობა დადო, რომ სიცოცხლის განმავლობაში თავისი ქონების 99%-ს ქველმოქმედებას გადასცემს.

მარკ ცუკერბერგი

Facebook-ის (ამჟამად Meta) თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, რომლის ქონება 118,3 მილიარდი დოლარია ჰარვარდის უნივერსიტეტში, მეორე კურსზე ყოფნისას სწავლის გაგრძელებაზე უარი თქვა, რათა სოციალური ქსელების განვითარებაზე მოეხდინა ფოკუსირება.

წყარო - lovemoney.com

თეონა რამაზაშვილი