ბანკების მოგება ერთ თვეში 91,718 მლნ ლარით გაიზარდა

2021 წლის ნოემბერში კომერციულმა ბანკებმა 209,206 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, ეს კი ოქტომბერთან შედარებით - 91,718 მლნ ლარით; წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 124,725 მლნ ლარით მეტია. შარშან ნოემბერში ბანკების წმინდა მოგება 84,481 მლნ ლარი იყო.

2021 წელს მიღებული წმინდა მოგება თვეების მიხედვით:

  • იანვარი - 113,368 მლნ ლარი;
  • თებერვალი - 132,115 მლნ ლარი;
  • მარტი - 166,324 მლნ ლარი;
  • აპრილი - 173,071 მლნ ლარი;
  • მაისი - 180,117 მლნ ლარი;
  • ივნისი - 294,628 მლნ ლარი;
  • ივლისი - 177,956 მლნ ლარი;
  • აგვისტო - 233,123 მლნ ლარი;
  • სექტემბერი - 171,159 მლნ ლარი;
  • ოქტომბერი - 117,488 მლნ ლარი;
  • ნოემბერი - 209,206 მლნ ლარი.

ამასთან, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის ნოემბერში კომერციული ბანკების შემოსავლებმა შეადგინა 518,217 მლნ ლარი, საიდანაც საპროცენტო შემოსავლები იყო 425,853 მლნ ლარი. ნოემბერში კომერციული ბანკების ხარჯებმა 281,132 მლნ ლარი შეადგინა.

ამავე სტატისტიკით, ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 7,062 მლნ ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგებამ 44,677 მლნ ლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვეში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 38,352 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს.

ცნობისთვის, გასულ წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 99,262 მლნ ლარი შეადგინა. ეს იყო მოგების ყველაზე მცირე მაჩვენებელი, რაც ბანკებს ბოლო წლებში ჰქონდათ მიღებული. ამის მიზეზი კი, კორონავირუსის პანდემიის პირველი თვე იყო, როდესაც ბანკებს სესხების მასობრივი გადავადება მოუწიათ. შესაბამისად, 2020 წლის მარტში ბანკები 943,130 მლნ-იან ზარალზე გავიდნენ. თუმცა, მას შემდეგ, კომერციული ბანკები წაგებაზე არ გასულან.

თაია არდოტელი