McDonald's იაპონიაში კარტოფილი გამოელია

იაპონიაში McDonald's Holdings Company-მ საშუალო და დიდი ზომის კარტოფილი ფრის გაყიდვა ერთი კვირით შეაჩერა, რის მიზეზადაც მიწოდების ჯაჭვის შეფერხება დაასახელა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ კარტოფილის მომარაგებაში პრობლემას კოვიდპანდემიით გამოწვეული მიწოდების დეფიციტი და კანადაში შექმნილი გადაზიდვების შეფერხება იწვევს, რადგან პროდუქტი კარტოფილ-ფრისთვის იაპონიაში ჩრდილოეთ ამერიკიდან შედის.

McDonald's Japan-ის ქსელში მხოლოდ მცირე ზომის კარტოფილი ფრი გაიყიდება. პროდუქტის გაყიდვების დროებითი შეჩერების შესაძლო ფინანსურ შედეგებზე კომპანიაში კომენტარს არ აკეთებენ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ