ახალი Samsung Galaxy S6 20 მეგაპიქსელიანი კამერით

ქსელში წყალგაუმტარი კორპუსის მქონე Galaxy S6 Activ-იც გაეშვება.

ინტერნეტ სივრცეში ყოველდღიურად უამრავი ინფორმაცია ვრცელდება, რომელიც ახალი Samsung Galaxy S6-ის გაუმჯობესებულ მონაცემებს ეხება. ამჯერად, ცნობილი გახდა კამერის შესახებ, რომელსაც სამხრეთ კორეული ფლაგმანი ახალი სმარტფონისთვის გამოიყენებს. გაზეთ ETNews-ის ინფორმაციით, სეულმა, სპეციალურად გალაქსი S6-სთვის ახალი, 20 მეგაპიქსელიანი სენსორი შექმნა. გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, წინა კამერის მანაცემები 5 მეგაპიქსელამდე გაიზრდება, რაც ე.წ. ”სელფის” გადაღებას კიდევ უფრო ხარისხიანს გახდის.

არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ახალი Samsung Galaxy S6-ის ანონსი 2 მარტს, გამოფენა MWC 2015-ის ფარგლებში იგეგმება, ხოლო ახალი მოწყობილობების გაყიდვა იმავე თვეში, პრეზენტაციიდან რამდენიმე დღეში დაიწყება. წყაროების მიხედვით, Galaxy S6-ის ბაზარზე გამოსვლიდან რამდენიმე ხანში, ქსელში წყალგაუმტარი კორპუსის მქონე Galaxy S6 Activ-იც გაეშვება.