"თიბისი ბანკმა" Android-ის მომხმარებლებს მობაილ ბანკის განახლებული აპლიკაცია შესთავაზა

"თიბისი ბანკმა" Android-ის მომხმარებლებს მობაილ ბანკის განახლებული აპლიკაცია შესთავაზა.

"თიბისი ბანკის" ინფორმაციით, 20 იანვრიდან "თიბისი ბანკის" მომხმარებლებს, რომლებიც Android-ის ტელეფონებს იყენებენ, განახლებული დიზაინის და ფუნქციონალის მობაილბანკის აპლიკაციით სარგებლობა შეუძლიათ. მათივე ინფორმაციით, მობაილბანკის განახლებული აპლიკაციით სარგებლობა როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიულ პირებისთვის არის ხელმისაწვდომი. აპლიკაციაში შესვლა მნიშვნელოვნად გამარტივებულია და შესაძლებელია ხუთნიშნა კოდის გამოყენებით. მობაილბანკის სრულად შეცვლილ დიზაინთან ერთად, რომელიც Android-ის დიზაინის უახლეს სტანდარტებს შეესაბამება, განახლებულია ფუნქციებიც: საბიუჯეტო გადარიცხვები, პირადი ფინანსების მართვა, ჯარიმების გადახდა, გამარტივებული გადარიცხვები და მობილურის ბალანსის შევსება.

Android ტელეფონებისთვის განკუთვნილ ახალ მობაილბანკის აპლიკაციას ასევე გაუმჯობესებული აქვს Google Map-ზე ბანკის ფილიალებისა და ბანკომატების ძებნის ფუნქციაც. მობაილბანკის განახლებული Android აპლიკაცია ახალი სახელით TBC ბანკ უკვე ხელმისაწვდომია PlayStore-ზე. მისი გადმოწერა ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეუძლია. "თიბისი ბანკის" მობაილბანკით დღეისათვის 60.000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს, საიდანაც 47 % Android აპლიკაციის მომხმარებელია.