მსოფლიო ლიდერების წარსული - ვინ სად მუშაობდა თავის სარჩენად

ყველამ საიდანღაც უნდა დაიწყოს, თუნდაც მსოფლიო ლიდერებმა. თუმცა შეიძლება გაგიკვირდეთ ამ ნაყოფიერი პოლიტიკოსების ადრეული პოზიციების მრავალფეროვნებით.

წარმოგიდგენთ მსოფლიო ლიდერების სამუშაოებს სანამ ისინი პოლიტიკაში წარმატებას მიაღწევდნენ.

სილვიო ბერლუსკონი, იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი: საკრუიზო გემების მომღერალი

სილვიო ბერლუსკონი იყო ნამდვილი ვარსკვლავი საკრუიზო გემებზე და ამტკიცებს, რომ სამუშაომ მას ასწავლა "ყველაფერი, რაც მან იცის მასების მენეჯმენტის შესახებ".

იოჰანა სიგურდარდოტირი, ისლანდიის ყოფილი პრემიერ მინისტრი: ბორტგამცილებელი

ისლანდიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ოდესღაც Icelandair-ის ბორტგამცილებლად მუშაობდა, სანამ პროფკავშირის ორგანიზატორად არ გადაწყვიტა საქმიანობის გაგრძელება. სწორედ ეს თანამდებობა დაეხმარა მას მწვერვალზე ასვლაში და ისლანდიის წამყვანი ქალბატონი გამხდარიყო.

მაიკლ ჰიგინსი, ირლანდიის პრეზიდენტი: მიმტანი

ჰიგინსი ღარიბ ოჯახში დაიბადა და საცხოვრებლად ინგლისში გადავიდა, სადაც სწავლის ფულის დაზოგვის მიზნით ღვინის მიმტანად მუშაობდა. ჰიგინსმა 1990 წლიდან გამოსცა საკუთარი პოეზიის ოთხი კრებული.

ადამ ბაროუ, გამბიის პრეზიდენტი: მაღაზიის მცველი

გამბიის არჩეული პრეზიდენტი ადამ ბაროუ, რომელიც 2016 წელს აირჩიეს, მანამდე გაერთიანებული სამეფოს საცალო მაღაზია Argos-ში უძრავი ქონების შესწავლისას დაცვის თანამშრომლად მუშაობდა. 56 წლის ლიდერი დაიბადა გამბიაში, მაგრამ ფულის შესაგროვებლად საკუთარი ბიზნესის დასაწყებად ლონდონში გადაწყვიტა წასვლა.

დიმიტრი მედვედევი, რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი: დამლაგებელი

პოლიტიკაში შესვლამდე მედვედევმა დრო გაატარა ქუჩების დასუფთავებაში და ამტკიცებდა, რომ ამით თვეში მხოლოდ 120 რუბლს გამოიმუშავებდა, ბონუსის ჩათვლით.

სტივენ ჰარპერი, კანადის ყოფილი პრემიერ-მინისტრი: ფოსტის თანაშემწე

სტივენ ჰარპერი უნივერსიტეტის მიტოვების შემდეგ, Imperial Oil-ში ფოსტის თანაშემწედ მუშაობდა. იგი მისი უფროსის მარჯვენა ხელი იყო და დაუზარებლად ასრულებდა ყველა “წვრილ“ სამუშაოს.

დალია გრიბაუსკაიტე, ლიტვის ყოფილი პრეზიდენტი: ქარხნის მუშა

დალია გრიბაუსკაიტე სანამ პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა, ადგილობრივ ქარხანაში მუშაობდა. იგი ლიტვის პრეზიდენტის პოსტს 2009 წლიდან 2019 წლამდე იკავებდა.

დონალდ ტრამპი, აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი: ბოთლების შემგროვებელი

მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის არის წარმოდგენილი, მისი პირველი სამუშაო მამის სამშენებლო უბნებიდან ცარიელი ბოთლების შეგროვება იყო. მისი თქმით, სწორედ პირველმა სამუშაომ ასწავლა მას შრომისმოყვარეობა.

ბარაკ ობამა, შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი: ნაყინის გამყიდველი

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ახალგაზრდობაში ნაყინის ქსელში - „ბასკინ რობინსში“ მუშაობდა. იგი როლებს ყიდდა და მაღაზიებს ამარაგებდა. ცნობილია, რომ მის ცოლს, მიშელს პირველად ჩიკაგოს ერთ-ერთი ფილიალის გარეთ აკოცა.

რეჯეფ ტაიფ ერდოღანი, თურქეთის პრეზიდენტი: ლიმონათის გამყიდველი

თურქეთის პრეზიდენტი ღარიბ ქალაქში გაიზარდა. სტამბოლში საცხოვრებლად თინეიჯერობის ასაკში გადავიდა. მაშინ, სანამ ჯერ კიდევ საშუალო სკოლაში სწავლობა ერდოღანი ფულის საშოვნელად, ქუჩებში ლიმონათისა და სეზამის ფუნთუშებს ყიდდა.

ანგელა მერკელი, გერმანიის ყოფილი კანცლერი: ბარმენი

სანამ აღმოსავლეთ გერმანიის ლაიფციგის უნივერსიტეტში კვანტურ ფიზიკას სწავლობდა, ანგელა მერკელი მიმტანად და ბარმენადაც ასწრებდა მუშაობას. გავრცელებული ინფორმაციით, ის კვირაში დაახლოებით 10-20 დოლარს გამოიმუშავებდა.

ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი: კომიკოსი

კომედიაში 17 წლის ასაკში შესვლის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2015 წელს ითამაშა სერიალში „ხალხის მსახური“, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტის როლი შეასრულა. ოთხი წლის შემდეგ, 2019 წლის აპრილში იგი პრეზიდენტიც გახდა.

დონალდ ტუსკი, ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი: ბუხრის მხატვარი

კარიერის პირველ წლებში ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი და პოლონელი პოლიტიკოსი მართლაც ბუხრის ოსტატი იყო. პოლიტიკისადმი მისი გატაცება გამძაფრდა, როცა დაინახა, რომ პოლიციამ გაფიცულ მუშებს ცეცხლი გაუხსნა.

ვლადიმერ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი: კგბ-ს აგენტი

პრეზიდენტ პუტინის პირველი სამსახური საიდუმლო არ არის, სინამდვილეში ის ალბათ, ყველაზე ცნობილია ამ სიაში. მან 17 წელი გაატარა კგბ-ში. კიდევ უფრო გასაკვირი არის ის ფაქტი, რომ პუტინმა ცოტა ხნის წინ მისი წარსულის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდობაში თავის გადასარჩენად ტაქსის მძღოლადაც უმუშავია. „არასასიამოვნოა ამაზე გულწრფელობა, მაგრამ, სამწუხაროდ, ზუსტად ასე მოხდა“- ამბობს ის ახალ დოკუმენტურ ფილმში.

წყარო (lovemoney.com)

თეონა რამაზაშვილი