ქალაქები, რომლებიც დიდ საახალწლო ღონისძიებებს აუქმებენ

CNN- ის ინფორმაციით, ევროპის ზოგიერთი ქვეყანა კორონავირუსის ომიკრონის ვარიანტის სწრაფი გავრცელების და რთული ეპიდვითარების გამო საახალწლო ღონისძიებებს აუქმებს.

„მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩანდა, თითქოს შეგვეძლო საახალწლო ზეიმის ჩატარება, კორონავირუსის მასშტაბების ზრდამ და ომიკრონის ვარიანტის სწრაფმა გავრცელებამ ეს იმედები გაანადგურა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გთავაზობთ ქალაქების ჩამონათვალს, სადაც წინასაახლწლო ღონისძიებები უქმდება:

ბერლინი

28 დეკემბრიდან გერმანია აპირებს დააწესოს მკაცრი შეზღუდვები Covid-ის გავრცელების შესაჩერებლად და აკრძალოს საახალწლო შეკრებები," - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა სამშაბათს, 21 დეკემბერს განაცხადა.

ლონდონი

covid 19 -ის გამო საახალწლო ღონისძიებებს აუქმებენ ლონდონშიც. ამის შესახებ ლონდონის მერმა სადიკ ხანმა ორშაბათს, 20 დეკემბერს განაცხადა.

„Covid–ის შემთხვევების ზრდის გამო, ჩვენ მივიღეთ რთული გადაწყვეტილება, გავაუქმოთ ჩვენი NYE ღონისძიება ტრაფალგარის მოედანზე. პირველ რიგში ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა ლონდონელის უსაფრთხოება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ნიუ დელი

ინდოეთის მთავრობამ დელიში, გამოაცხადა ყველა სოციალურ, კულტურულ, პოლიტიკურ შეკრებაზე აკრძალვა.

პარიზი

პარიზმა გააუქმა ტრადიციული ფეიერვერკი შანზ-ელიზეს გამზირზე ახალი წლის დასახვედრად.

რიო დე ჟანეირო

საახალწლო ღონისძიებების გაუქმების შესახებ რიო-დე-ჟანეიროში, მერმა ედუარდო პაესმა განაცხადა.

„გადაწყვეტილებას მწუხარებით ვიღებ, მაგრამ დღესასწაულს ჯანდაცვის ყველა უწყების გარანტიის გარეშე ვერ მოვაწყობთ. სამწუხაროდ, ამ ზომის წვეულებას, რომელშიც ბევრი ხარჯი და ლოჯისტიკა გვექნება, მინიმალური დროის გარეშე ვერ მოვაწყობთ. მოსამზადებლად“, - განაცხადა მერმა.

რომი

იტალიაში რომი რამდენიმე ქალაქს შორისაა, რომლებმაც გადაწყვიტეს გააუქმონ დღესასწაულები Covid-ის გამო. შესაბამისად, აიკრძალა დღესასწაულები და ალკოჰოლის მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში 23 დეკემბრიდან 1-ელ იანვრამდე. ღია ცის ქვეშ კონცერტები და საახალწლო ფოიერვერკი ვენეციამაც გააუქმა.

ქრისტინე კაპანაძე