ქუთაისში ორი ახალი ბაღი შენდება

ქუთაისში, ავტოქარხნისა და სულხან-საბას დასახლებებში მშენებარე ბაგა-ბაღები ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ დაათვალიერა.

სკოლამდელ დაწესებულებებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები შპს "ჯი-თი-აი 2007" და "გილომარი 2" აშენებენ. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება. სულხან-საბას დასახლებაში 2-სართულიანი ბაღის აშენება 452 542 ლარი ჯდება. შენობა 2015 წლის მაისში უნდა ჩაბარდეს. ავტოქარხანაშიც ბაღი 2-სართულიანი იქნება, მშენებლობისთვის 494 000 ლარი გამოიყო. შენობა მარტში ჩაბარდება. თითოეული ბაღი 140 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი.