"საქსტატი" მომხმარებელს მონაცემთა გავრცელების ახალ სისტემას სთავაზობს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებელს მონაცემთა გავრცელების ახალ სისტემას სთავაზობს.

”საქსტატის” ცნობით, სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებელს საქსტატის საიტზე შეუძლია გამოიწეროს სიახლეები, რომელიც გამოქვეყნებისთანავე ელექტრონულად მიეწოდება სასურველ მეილზე, ქართულ და ინგლისურ ენებზე. ინფორმაციის მისაღებად საჭიროა მომხმარებელი დარეგისტრირდეს საქსტატის ვებ-გვერდზე (www.geostat.ge) "გამოიწერეთ სიახლეები" ველში. მათივე ინფორმაციით, სტატისტიკაში დანერგილია ინფორმაციის გავრცელების თანამედროვე საშუალებები, როგორიცაა, Pc-Axis სისტემა, ანდროიდის ტიპის ტელეფონის აპლიკაცია, ვებ-გვერდი და სოციალური ქსელი.

2014 წელს "საქსტატის" ვებ-გვერდით ისარგებლა 353 271-მა მომხმარებელმა ( 7 %-ით მეტი 2013 წელთან შედარებით), მომზადებულია 76 პუბლიკაცია (17 %-ით მეტი 2013 წელთან შედარებით) და გავრცელებულია 135-მდე პრესრელიზი.