რობოტი მიმტანები, რეზინის ფეხსაცმელი - ტენდენციები, რომელიც 2022 წელს აქტუალური იქნება

ექსპერტები მომავალ წელს არაერთი ახალი ტენდენციის გაჩენას ვარაუდობენ. გასული წლის განმავლობაში, ჩვენ დავიწყეთ იმის გარკვევა, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ პოსტპანდემიურ სამყაროში. ქცევა, რომელიც ოდესღაც არაბუნებრივი ჩანდა - სახლიდან მუშაობა, ციფრული ცხოვრება, მადლიერების გრძნობა ელემენტარული შესაძლებლობების გამო და ა.შ ყოველდღიურობის ნაწილი გახდა.

ერთი რამ ცხადია, ჩვენ არ ვუბრუნდებით ძველ გზებს. მაშ, რას უნდა ველოდოთ 2022 წლისგან? წარმოგიდგენთ ექსპერტების ვარაუდებს.

რობოტი მიმტანები

რესტორნის პერსონალის დეფიციტი მხოლოდ მწვავდება - რესტორნის ეროვნული ასოციაციის თანახმად, ყოველი ოთხი დაწესებულების მფლობელიდან სამს არ შეუძლია საკმარისი სერვერების შენარჩუნება. რა უნდა გააკეთონ რესტორეტორებმა? - დაიქირავეთ რობოტები.

გასულ ზაფხულს, Sergio's კუბურმა რესტორანმა მაიამიში, სტუმრებს გააცნო ახალი თანამშრომელი, Servi, რომელიც შექმნილია Silicon Valley-ის Bear Robotics-ის მიერ. Servi, რომელიც აწვდის საკვებს და რეცხავს ჭუჭყიან ჭურჭელს, ქირით თვეში 999 დოლარი ღირს.

მინივენები

80-იანი წლების შემდეგ, როდესაც მათი დებიუტი შედგა, მინივენები არასდროს ყოფილა ისეთი პოპულარული, როგორც დღეს. 2021 წელს მინივენის გაყიდვები 84 პროცენტით გაიზარდა, ნათქვამია Cox Automotive-ის მოხსენებაში. უფრო ახალ მინივენებს, როგორიცაა 2022 წლის Kia Carnival, აქვთ უფრო თანამედროვე ფუნქციები.

მინივენის გაყიდვების გაზრდა გამოწვეულია COVID-ით. უამრავმა ოჯახმა არჩევანი შეარჩია ისეთ ტრანსპორტზე, რაც მათ ქალაქისგან გასვლის საშუალებას მისცემს.

გასაყიდი ავტომატები

წავიდა ის დრო, როდესაც ავტომატები მხოლოდ სოდას, საჭმელს ან სიგარეტს ყიდდნენ. ახლა, მცირე ბიზნესის მფლობელების ახალი ტალღა გასაყიდ ჯიხურებს იყენებს ყველაფრის გასაყიდად, დაწყებული მინი ბოთლის შამპანურიდან, სალათებით დამთავრებული.

ახლახანს ჩრდილოეთ მიჩიგანში, თხის ყველის პირველი 24-საათიანი ავტომატიზირებული ჯიხური გაიხსნა. კალიფორნიასა და კოლორადოში კი კანაფის „გამყიდველი“ მანქანები გამოჩნდა. განსაკუთრებული პოპულარობით პიცის ავტომატები სარგებლობენ.

რეზინის ფეხსაცმელი

საცალო ვაჭრობის სტრატეგი ლიზა ამლანი პროგნოზირებს, რომ რეზინის ფეხსაცმელი 2022 წელს „ახალ სიმაღლეებზე აიწევს“. Puddle Boots, თამამი, მოქნილი ჩექმები იტალიური ძვირად ღირებული ბრენდის Bottega Veneta-ს კლასიკურ ჩექმებზე თაროებიდან თვალის დახამხამებაში ქრება. რეზინის ფეხსაცმელებს ირჩევენ ცნობილი ვარსკვლავებიც, მათ შორის, ჯასტინ ბიბერი ტრეისი ელის როსი და სხვები.

დისტანციური სწავლა

პანდემიის დროს უნივერსიტეტები იძულებულები გახდნენ სასწავლო პროცესი ონლაინ გადაეტანათ. დღეს კი დისტანციური სწავლება სულ უფრო ნორმად ითვლება. განათლების სტატისტიკის ეროვნული ცენტრის თანახმად, ბაკალავრიატის სწავლებაზე ონლაინ ჩარიცხვა, წელს გაიზარდა 367 პროცენტით.

ონლაინ MBA პროგრამები ყოველთვის არ არის იაფი, კარნეგი მელონის უნივერსიტეტში მაქსიმუმ $140,000. მაგრამ ბევრი კოლეჯი გთავაზობთ დიდ ფასდაკლებებს მხოლოდ ონლაინ სტუდენტებისთვის. მაგალითად, ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტში, საშუალო წლიური სწავლა შტატის გარეთ არის 31,540 აშშ დოლარი. მაგრამ ონლაინ MBA–სთვის, მთლიანი პროგრამის სავარაუდო ჯამური ღირებულება მხოლოდ 19,464 აშშ დოლარია.

(წყარო - nypost.com)

თეონა რამაზაშვილი