„არასოდეს არავის ენდონ“ –  როგორია ამერიკის მესამე ყველაზე მდიდარი ოჯახის ბიზნეს-ისტორია

მარსის ოჯახი, რომლის ქონება 94 მილიარდი დოლარია, ამერიკაში მესამე უმდიდრეს ოჯახად ითვლება. ოჯახი ფლობს საკონდიტრო კომპანია Mars Inc.-ს, რომელიც მათ გვარს ატარებს. კომპანია მსოფლიოში უმსხვილეს საკონდიტრო მწარმოებლად ითვლება. მისი წლიური ბრუნვა დაახლოებით 27,5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

წამყვანი საკონდიტრო კომპანია Mars Inc ისეთ ბრენდებს აწარმოებს, როგორიცაა M& Ms, Snickers და Milky Way bar. ისინი ასევე არიან ცხოველების საკვების მწარმოებლები, როგორიცაა Whiskas და Pedigree. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი მედიისგან შორს ყოფნას ამჯობინებს, საზოგადოებისთვის ცნობილია და-ძმა მარსები, კერძოდ ჟაკლინ მარსი, ჯონი და ფორესტი.

ისინი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში 2008 წელს მოექცნენ, როდესაც უორენ ბაფეტთან ერთად 23 მილიარდ დოლარად საღეჭი რეზინის კომპანია Wrigley იყიდეს.

როგორ დაიწყო ყველაფერი

Mars Inc. 110 წლის წინ, 1911 წელს ფრანკლინ მარსის მიერ დაარსდა. ის დაიბადა და გაიზარდა მინეაპოლისში. მოგვიანებით, როდესაც გათხოვდა წყვილმა აღმოაჩინა, რომ შოკოლადი ორივეს ძალიან უყვარდათ და საკონდიტრო ნაწარმის მომზადებაც შეეძლოთ. 1911 წელს მათ გადაწყვიტეს გაეხსნათ Mars Candy Factory ვაშინგტონში. წყვილი აწარმოებდა და ყიდდა ახალ კანფეტს, თუმცა მათ ხელი კონკურენტმა კომპანიებმა შეუშალეს. ცოლ-ქმარი დამარცხდა, ამიტომ მათ მინეაპოლისში დაბრნება და Mars Candy Factory-ის აღდგენა გადაწყვიტეს. ბიზნესი მეტ-ნაკლებად წარმატებული იყო.

Mars Candy Factory-ში 12-წლიანი ბიზნესის კეთების შემდეგ, მარსის ვაჟმა და მისმა პირველმა მეუღლემ, ვერონიკამ მოიგონეს ინოვაცია. ფორესტმა შესთავაზა შოკოლადის ფილას პოპულარული რძის კოქტეილის დამატება, რათა მას ახალი გემო მისცემოდათ. ფრენკს მოეწონა იდეა და სწორედ მაშინ დაიბადა Milky Way. ფილაში გახდა ჰიტი, ამ ინოვაციური მიდგომების გამო გამოშვებიდან მალევე ისინი გახდნენ ბაზარზე ყველაზე გაყიდვადი ტკბილეულის მწარმოებელი კომპანია.

საოჯახო მემკვიდრეობა

ბიზნესის კეთების ორ ათწლეულზე მეტი ხნის შემდეგ, ფრენკ მარსი 50 წლის ასაკში 1934 წელს გულის შეტევით გარდაიცვალა. მანამდე მან კომპანია თავის უფროს შვილს, ფორესტ მარსს გადასცა. მან შვილებს ასწავლა, რომ არასოდეს არავის ენდონ, მათ შორის, თანამშრომლებს და პრესას.

1990-იან წლებში ფორესტ მარსი პენსიაზე გავიდა. იგი 95 წლის ასაკში 1999 წელს გარდაიცვალა და კომპანიის მართვა ფორესტ უმცროსმა გააგრძელა. მარსის ოჯახი წარმატებით აწარმოებდა ოჯახურ ბიზნესს. მიუხედავად იმისა, რომ „მარსი“ მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი შოკოლადის კომპანიაა, ის არაერთხელ გააკრიტიკეს.

2007 წელს მათ მიერ, დიდი ბრიტანეთისთვის წარმოებული პროდუქცია უვარგისი გახდა ვეგეტარიანელებისთვის. ამის გამო კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პროდუქციის დასამზადებლად ცხოველურ ცხიმს გამოიყენებდნენ. ეს ცვლილებები განხორციელდება Twix, Snickers, Bounty, Mars, Maltesers, Minstrels და Milky Way-ის წარმოებაში.

ყველაზე დიდი კრიზისი მათ 2017 წლის სექტემბერში შეექმნათ, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაცია Mighty Earth -მა მათ მიერ დიდი რაოდენობით გამოყენებული კაკაოს წარმომავლობა გამოიკვლია. აღმოჩნდა, რომ რამდენიმე ეროვნულ პარკში კაკაოს უკანონო მოპოვება ხდებოდა. ამ დაპირისპირების გამო, კომპანიამ გადაწყვიტა შეეცვალა კაკაოს მიღების წყარო ტყეების გაჩეხვის თავიდან ასაცილებლად.

(წყარო - therichest.com)

თეონა რამაზაშვილი