"გალფში" საგამოძიებო სამსახური შევიდა

კომპანია "გალფში" საგამოძიებო სამსახური შევიდა.

ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ადასტურებენ. "გალფში" საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს 218-ე მუხლით, რაც გადასახადებისგან თავის არიდებას გულისხმობს. მიმდინარეობს დოკუმენტების შესწავლა. დამატებით დეტალებს ჯერჯერობით ვერ გეტყვით", - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

კომაპნია ”გალფის” ერთ-ერთი მფლობელია რუსეთში მცხოვრები დავით იაკობაშვილი.