მშობლებისგან საჩუქრად მიღებული 17 000 აშშ დოლარი - რა ქონებას ფლობს პარლამენტის ახალი თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და მისი ოჯახი

საქართველოს პარლამენტს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. აღნიშნულ თანადებობაზე შალვა პაპუაშვილი 88 ხმით აირჩიეს.

„ბიზნესპრესნიუსი“დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს პარლამენტის ახალი თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის თებერვალში შეავსო.

დოკუმენტის მიხედვით, შალვა პაპუაშვილს ეკუთვნის: სიღნაღში, მემკვიდრეობით გადაცემული 10000 კვ.მ, ასევე 2060 კვ.მ, 200001 კვ.მ და 1720 კვ.მ მიწის ნაკვეთების 50%-იანი წილი. ასევე სიღნაღში 100001 კვ.მ მიწის ნაკვეთი (2011 წლიდან ფაქტობრივ თანასაკუთრებაში იყო, 2020 წელს კუთვნილი წილი გაიმიჯნა და დარეგისტრირდა საკუთრებად).

გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარის საკუთრებაშია მემკვიდრეობით გადაცემული 9999 კვ.მ და 9840 კვ.მ მიწის ნაკვეთების 50%-იანი წილი სიღნაღში.

დოკუმენტის მიხედვით, შალვა პაპუაშვილის სახელზეა 114,6 კვ.მ ბინა თბილისში, რომელიც 68 640 აშშ დოლარად აქვს შეძენილი. ასევე, 17,6 კვ.მ და 18 კვ.მ ფართობის 2 ავტოფარეხი, ღირებულება ჯამში - 5000 აშშ დოლარი.

პარლამენტის საკუთრებაშია 2 ავტომობილიც, Hyundai Tucson და Nissan Xterr, რომელშიც ჯამში 32 ათას აშშ დოლარი გადაიხადა.

რაც შეეხება მისი ოჯახის წევრების ქონებას, შალვა პაპუაშვილის ცოლის საკუთრებაშია: საცხოვრებელი სახლი, 400 კვ.მ მიწის ნაკვეთი, 140 კვ.მ სახლი და 750 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

დეკლარაციის შევსების მომენტში, შალვა პაპუაშვილი ფლობდა: "თი–ბი–სი ბანკი" სახელფასოზე - 4063 ლარს. მისი მეუღლე კი - "თი–ბი–სი ბანკის“ სახელფასოზე - 89,38 ლარს, ანაბარზე - 3268 ლარს, "საქართველოს ბანკი" სახელფასოზე - 1046 ლარს, დანაზოგის სახით კი - 3500 ევროს.

როგორც დეკლარაციიდან ჩანს, შალვა პაპუაშვილი ფლობს შპს ბერმუხას და შპს გზირიანის მარანის 50-50%-იან წილებს.

დეკლარაციის მიხედვით, შალვა პაპუაშვილს 2020 წელის 11-დან 31 დეკემბერის ჩათვლით, საპარლამენტო საქმიანობისთვის ხელფასის სახით აღებული აქვს 2 454 ლარი.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, შალვა პაპუაშვილს სესხის დასაფარად მშობლებმა 17 000 აშშ დოლარი აჩუქეს.

ნინი ქეთელაური