გიორგი კვირიკაშვილი: თბილისის შემოვლითი რკინიგზის საინჟინრო-საპროექტო სამუშაოები ფაქტობრივად დასრულებულია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, თბილისის შემოვლითი რკინიგზის საპროექტო-საინჟინრო სამუშაოები ფაქტობრივად, დასრულებულია.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პროექტზე საქართველოს რკინიგზამ ბევრი იმუშავა და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მთავრობის სხდომაზე გაიტანენ. "უახლოეს პერიოდში იქნება გამოტანილი მთავრობის სხდომაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი განწყობილი ვართ იმისთვის, რომ უკვე ახალი მოდიფიკაციებით ეს პროექტი იქნას განახლებული", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.