50 000 000 ლარამდე ღირებულების უძრავი ქონების რეალიზება - „ტერასა ჯგუფი“ 2021 წელს აჯამებს

2021 წელი ბიზნესისთვის გამოწვევებით აღსავსე იყო, თუმცა ბევრმა მათგანმა ეს განვითარებისთვის გამოიყენა. მათ შორის არის „ტერასა ჯგუფი“, რომელიც მშენებლობის ხარისხითა და პრემიუმ კლასის სერვისით არის გამორჩეული.

კომპანიამ უკვე ათასობით მობინადრეს საიმედო და კომფორტული საცხოვრებელი გარემო შეუქმნა, ეკოლოგიისა და ყველა სხვა მნიშვნელოვანი საკითხის გათვალისწინებით. უფრო კონკრეტულად, როგორი იყო 2021 წელი კომპანიისთვის და რა გეგმებით ხვდება მომავალ წელს, „ბიზნრესპრესნიუსი“ „ტერასა ჯგუფის“ კომერციულ დირექტორს თამარ გაფრინდაშვილს ესაუბრა:

3-1640853859.jpg

რა მთავარი მიღწევებით აჯამებს 2021 წელს „ტერასა ჯგუფი“?

„ტერასა ჯგუფისათვის“ 2021 წელი საკმაოდ საინტერესო და დატვირთული იყო. დავასრულეთ რამდენიმე პროექტი, მათ შორის „ტერასა ორთაჭალის“ სამშენებლო სამუშაოები, „ტერასა ავლაბარი“ კი ექსპლუატაციაში შევიდა.

ჩვენთვის საამაყო და სასიხარულოა, რომ 2021 წელი 400-მდე ახალი მობინადრით დავასრულეთ და ჯამში 17 440 კვ.მ-ზე მეტი და 50 000 000 ლარამდე ღირებულების უძრავი ქონების რეალიზაცია განვახორციელეთ.

რა სიახლეები დანერგეთ გასულ 2021 წელს, განვითარების რა ეტაპზე გადავიდა კომპანია და როგორ აისახა ეს მომხმარებელზე?

მთავარ სიახლედ შეიძლება მივიჩნიოთ ორგანიზაციული ცვლილებები, რაც ახალი დეპარტამენტის - კლიენტთა მომსახურების გუნდის ჩამოყალიბებას გულისხმობს. მომსახურების გასაუმჯობესებლად და კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ასაყვანად ჩვენ ახალი შოურუმი გავხსენით, სადაც ტერასა ჯგუფის თითოეული მობინადრე უძრავი ქონების შესაძენად ან შეძენის შემდეგ მომსახურებას იღებს.

ასევე, მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ ბინებისა და აპარტამენტების სრული რემონტით ჩაბარების კონდიცია სტანდარტული გავხადეთ. ჩვენ ვზრუნავთ მობინადრეების კმაყოფილებასა და საცხოვრებელი კომპლექსების პირვანდელი სახის მაქსიმალურად შენარჩუნებაზე. CRM დეპარტამენტი სწორედ ამ მისიით შეიქმნა, რომ თითოეულმა კლიენტმა კომფორტულ სივრცეში მიიღოს სრული სერვისი, რაც მოიაზრებს სარემონტო თუ სამშენებლო მასალების შერჩევას, მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციის მიღებას და კომპანიასა და მობინადრეს შორის ეფექტიანი კომუნიკაციის ხელშეწყობას.

უმთავრესი სიახლეა ისეთ დიდ და გამოცდილ კომპანიებთან პარტნიორობის დაწყება როგორებიცაა, კორპორაცია ICR, „ელიტ ელექტრონიქსი“, „ანაგი“, STS hospitality და ა.შ. ჩვენი საერთო საქმიანობით მობინადრეები კიდევ უფრო მეტ სარგებელს იღებენ.

5-1640853922.jpg

რა მნიშვნელოვანი და გამორჩეული პროექტების განხორციელება დაიწყეთ 2021 წელს?

2021 წელს თბილისის სხვადასხვა უბანში ბევრ პროექტზე ვმუშაობდით. ასევე, აქტიურები ვართ საქართველოს საკურორტო ქალაქებშიც.

2022 წლიდან 1-ლი ახალი პროექტი იქნება „ტერასა ვაზისუბანი“, რომელიც უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს, იქნება ეს სახანძრო თუ სხვა და ექსტერიერის დიზაინითაც და სხვა მახასიათებლებითაც გამორჩეულია.

„ტერასა ვაზისუბანის“ მშენებლობისას გამოყენებული იქნება მხოლოდ ცეცხლმედეგი მასალები და პროექტი მთლიანად ადაპტირდება შშმ პირებზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პროექტი ერთნაირად კომფორტული იყოს ყველასთვის და მობინადრეს მაქსიმალური სარგებელი მოვუტანოთ.

ამ დროისთვის, ჯამში რამდენი პროექტი განახორციელა „ტერასა ჯგუფმა და რამდენ მობინადრეს აერთიანებს ის?

დღეისათვის ჩვენი პორტფოლიო მოიცავს 8 დასრულებულ და 6 მიმდინარე პროექტს. ჩვენი პროექტები მდებარეობს თბილისის თითქმის ყველა უბანში და ასევე, ბათუმსა და ბაკურიანში. ჩვენთვის პრიორიტეტულია პრემიუმ კლასის კომპლექსები და სწორედ ეს ნიშა გვიჭირავს. ჩვენი საქმიანობა საკმაოდ მრავალფეროვანია, რადგან გამოცდილება შევიძინეთ როგორც თაუერის ტიპის მშენებლობებში ასევე რეზორტის ტიპის და „თაუნჰაუსების“ ტიპის მშენებლობაში.

4-1640853967.jpg

რა არის დეველოპერულ ბიზნესში წარმატების მთავარი მდგენელი მაშინ, როცა ბაზარზე ასეთი კონკურენცია და გაზრდილი მოთხოვნებია?

ბაზარზე მართლაც საკმაოდ დიდი კონკურენციაა და მოთხოვნის დაკმაყოფილებაც რიგ გამოწვევებთან არის დაკავშირებული. წარმატების მთავარი გარანტი ცხადია უცვლელი რჩება და ეს არის მშენებლობის ხარისხი. „ტერასა ჯგუფმა“ სამშენებლო მასალები უკვე დიდი ხანია გაასტანდარტა. მაგალითად, ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ იზობლოკს, რომელიც მოიაზრებს თბო და ხმის იზოლაციას. ასევე, ჩვენს ყველა მიმდინარე პროექტში გამოყენებულია ვენტილირებადი ფასადი, რაც საკმაოდ მაღალ ხარისხთან არის დაკავშირებული. ერთი მხრივ, ის შენობის ფასადსაც მეტად ეფექტურს ხდის და თბოზიოლაციით გამოირჩევა. გარდა ხარისხისა, საყურადღებოა ის რეგულაციები, რასაც ზედამხედველობის სამსახური ადგენს და ჩვენ მათ ზედმიწევნით მივყვებით და ვასრულებთ, რაც უსაფრთხოების გარანტიას ქმნის.

რა გეგმებითა და გამოწვევებით ხვდებით 2022 წელს და როგორ ფიქრობთ, როგორი იქნება ის თქვენი კომპანიისთვის?

2022 წელს ჩვენი 2 მთავარი რეზორტის ტიპის კომპლექსის: „ტერასა ბათუმი“ და „ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ სამშენებლო სამუშაოები დასრულდება და ყველა აპარტამენტი ჩაბარდება. „ტერასა ჯგუფი“ თავის მობინადრეებს გაქირავების სერვისს სთავაზობს, რაც უძრავ ქონებაში ინვესტირებასა და მისგან შემოსავლის მიღებას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის. გაქირავების სერვისისთვის ჩვენ STS hospitality-სთან დავიწყეთ თანამშრომლობა.

ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კი შეიძლება ჩაითვალოს რეზორტის ტიპის კომპლექსების ამუშავება. თუმცა, საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რადგან ზურგს STS hospitality გვიმაგრებს, რომელიც ქართულ-ავსტრიული კომპანიაა და საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს სასტუმროს ტიპის კომპლექსების მართვაში.

(R)