ნაძვის ხე, სანტა-კლაუსი და საჩუქრები - ახალი წლის ყველაზე გავრცელებული ტრადიციებია, რომლებსაც მთელს მსოფლიოში შეხვდებით. თუმცა, არის გარკვეული წესები და ტრადიციები, რომლებიც მხოლოდ ამა თუ იმ ქვეყნისთვის არის დამახასიათებელი.
წარმოგიდგენთ ახალი წლის 10 ყველაზე სახალისო და უცნაურ ტრადიციას მსოფლიოში:
ბრაზილია
ბრაზილიაში აქვთ ტრადიცია, რომლის მიხედვითაც სურვილის შესაბამისად ახალი წლის ღამეს შესაბამისი ფერის საცვალს იცვამენ. მაგალითად, თუ მშვიდობა და იღბალი სურთ, თეთრ საცვალს იცვამენ, სიყვარულს თუ ეძებენ - წითელს ან ვარდისფერს, ჯანმრთელობა ლურჯ ფერთან ასოცირდება, სიმდიდრე კი - ყვითელთან.
დანია
დანიაში გამოუყენებელ ჭურჭელს მთელი წლის განმავლობაში აგროვებენ და 31 დეკემბერს მათ მეგობრებისა და ახლობლების კარს ესვრიან. დანიაში არსებობს მეორე ტრადიციაც. ისინი ადიან სკამებზე და ზუსტად 12 საათზე ხტებიან. ეს ახალ და წარმატებულ წელში ჩახტომას გამოხატავს.
ესპანეთი
ესპანეთის ახალი წლის ტრადიცია ყურძენს უკავშირდება. ესპანეთში სჯერათ, რომ ზუსტად ღამის 12 საათზე თუ მოახერხებენ და პირში 12 მარცვალ ყურძენს ჩაიდებენ, მომავალი წელი წარმატებული ექნებათ.
ეკვადორი
ეკვადროში ახალ წელს ქაღალდებით სავსე საფრთხობელას აკეთებენ და წვავენ. მასთან ერთად წვავენ გასულ წელს გადაღებულ ფოტოებსაც. ეკვადორელებს სჯერათ, რომ ამას თუ გააკეთებენ, მომავალ წელს კარგი ბედი ექნებათ.
ფილიპინები
ფილიპინებში ახალ წელს ყველაფერს მრგვალს აკეთებენ, რადგან სიმრგვალე მონეტასთან და ფულთან ასოცირდება. მათ სჯერათ, რომ რაც მეტი მრგვალი ნივთი ექნებათ ახალ წელს, მით უფრო ბარაქიანი იქნება შემდეგი წელი.
პუერტო რიკო
პუერტო რიკოში ფანჯრიდან წყლით სავსე ჭიქებს ისვრიან. ამ გზით ისინი ბოროტი სულების განდევნას ცდილობენ.
კოლუმბია
კოლუმბიაში ახალი წლის პირველ დღეს ყველა ჩემოდანს დაატარებს იმ მიზნით, რომ მომავალ წელს ბევრს იმოგზაურებენ.
ესტონეთი
ესტონეთში ციფრი 7 ძალიან უყვართ. მათ სჯერათ, რომ თუ ახალი წლის დღეს 7-ჯერ შეჭამენ, მთელი წლის მანძილზე ბედნიერები და ჯანმრთელები იქნებიან.
ავსტრალია
ავსტრალია ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ახალი წელი ყველაზე ადრე დგება. ავსტრალიაში ახალი წლის ფოიერვერკი ძალიან ხანგრძლივია და ის დაახლოებით 12 წუთი გრძელდება.
სამხრეთ აფრიკა
სამხრეთ აფრიკაში ახალი წლის წინა დღეს სახლიდან ძველ ავეჯს და ნივთებს ყრიან. მათ სჯერათ, რომ წარუმატებლობა და ნეგატიური ამბები ნივთებს გაჰყვება, ახალი წელი კი სიკეთის მომტანი იქნება.
(წყარო - mentalfloss.com)