ილონ მასკის ქონება ერთ დღეში 32 მლრდ დოლარით გაიზარდა

ამერიკელი ბიზნესმენის ილონ მასკის ქონება ერთ დღეში 32,6 მლრდ დოლარით გაიზარდა და 304,2 მლრდ დოლარს მიაღწია. აღნიშნული მოხდა მისი კუთვნილი კომპანიის Tesla-ს აქციების ზრდის ფონზე. ამის შესახებ მოწმობს Forbes-ის მილიარდერების ქონების მთვლელი, რომელიც ამ სტატისტიკას ყოველდღიურად აკვირდება.

შედეგად მასკი კვლავ გახდა ბიზნესმენი, რომლის ქონება 300 მლრდ დოლარზე მეტია. ამ ტიპის შედეგი მას უკვე ჰქონდა 2021 წლის ნოემბერში, როცა გახდა პირველი ადამიანი ამ მოცულობის ქონებით. ამ უკანასკნელ ზრდამდე ის ისედაც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი იყო, თუმცა ახლა კიდევ უფრო გაზარდა სხვაობა მასსა და მეორეადგილოსან ბერნარ არნოს შორის, რომლის ქონება 200,6 მლრდ-ია.

ორშაბათს Tesla-ს აქციები გაიზარდა 13,53 %-ით 1 199,78 დოლარამდე თითოზე. აღნიშნული ზრდა კი გამოიწვია კომპანიის მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომელიც 2021 წელს რეკორდულ გაყიდვებს უკავშირდება. როგორც ცნობილია, ამერიკულმა ელექტრომობილების მწარმოებელმა კომპანიამ 2021 წელს თითქმის ორჯერ მეტი (1 მილიონამდე) ავტომობილი გაყიდა, ვიდრე 2020 წელს.

კოკა კვირკველია