უკრაინამ 2021 წელს ბურღულეულის ექსპორტი მესამედით გაზარდა

უკრაინამ 2021 წელს 12,35 მლრდ დოლარის ბურღულეულის ექსპორტი განახორციელა, რაც 31,1%-ით მეტია 2020 წლის მაჩვენებელზე. აქედან 5,89 მლრდ დოლარის ღირებულების სიმინდი, 5,07 მლრდ-ის ხორბალი და 1,28 მლრდ-ის ქერი გავიდა ექსპორტზე.

ქვეყნის საბაჟო სამსახურის ინფორმაციით, ქვეყნისთვის ბურღულეულის ექსპორტის პიკური მაჩვენებელი დაფიქსირდა ნოემბერში - 1,68 მლრდ, დეკემბერში - 1,61 მლრდ და სექტემბერში - 1,35 მლრდ დოლარი.

ყველაზე ნაკლები მოცულობის ბურღულეული ექსპორტზე გავიდა გასული წლის იანვარში - 0,56 მლრდ დოლარის ღირებულების, ივლისში - 0,63 მლრდ და თებერვალში - 0,76 მლრდ დოლარის.

ამასთან, გასულ წელს უკრაინამ 7,1%-ით 170 მლნ დოლარით შეამცირა ბურღულეულის იმპორტი, საიდანაც სიმინდზე მოვიდა 89,8 მლნ, ბრინჯზე - 42,7 მლნ, წიწიბურაზე - 14,6 მლნ და ქერზე - 10,0 მლნ დოლარი.

შედეგად, გასულ წელს უკრაინამ ბურღულეულით ვაჭრობაში მიიღო 12,18 მლრდ დოლარის შემოსავალი, რაც 31,8%-ით მეტია 2020 წლის მაჩვენებელზე.

2021 წელს ბურღულეულის ექსპორტი უკრაინისთვის გახდა მეორე ყველაზე მაღალშემოსავლიანი მიმართულება შავი მეტალების ექსპორტის შემდეგ, რომელზეც მოდის 13,96 მლრდ დოლარი.

კოკა კვირკველია