Mercedes-ი მსოფლიოს მასშტაბით 800 ათას ავტომობილს გაიწვევს

გერმანული პრემიუმ კლასის ავტომობილების მწარმოებელი კომპანია Mercedes-ი მსოფლიო მასშტაბით 800 ათასი ავტომობილის გაწვევას აპირებს. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Bild-ი წერს.

გაზეთი ავრცელებს წერილს, რომელიც კომპანიამ კლიენტებს დეკემბერში გაუგზავნა. ირკვევა, რომ პრობლემა ფიქსირდება ძრავის ნაწილში, კონკრეტულად კი სითხის გამაგრილებელ სისტემაში, რომელმაც შესაძლოა, პოტენციური პრობლემა შექმნას, კერძოდ კი გამოიწვიოს აალებაც კი.

გაწვევა ეხება 2017 წლის იანვარ-ოქტომბერში გამოცემულ დიზელისძრავიან მოდელებს: GLC, GLE, GLS, С, Е და S -class.

ამასთან, როგორც Bild წერს, პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ გასაწვევი ავტომობილების მძღოლები ტექნიკური მომსახურების ცენტრებში ვიზიტს ვერ ჯავშნიან, იმის გამო, რომ კომპანიას შესაცვლელი დეტალის დეფიციტი აქვს, რაც თავის მხრივ, გამოწვეულია კორონავირუსის პანდემიით.

კოკა კვირკველია