სამცხე-ჯავახეთში უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე გამოავლინეს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის თანამშრომლებმა, უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე გამოავლინეს.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბორჯომისა და ახალციხის სატყეო უბნებზე გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად უკანონოდ მოჭრილი 15 კბ.მ ნაძვის, სოჭისა და წიფელის ჯიშის ხე-ტყე გამოავლინეს. მათივე ცნობით, ტერიტორიაზე აღმოჩენილი იქნა ასევე, ხე-ტყის პირველადი გადამუშავების კუსტარულად მოწყობილი საამქრო.

სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დადგენა, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის რეგიონულ სასამართლოს გადაეგზავნება.