Samsung-მა Galaxy S21 FE გამოსცა

4 იანვარს კომპანიამ Samsung ოფიციალურად გამოაცხადა, რომ დაიწყო მოდელ Galaxy S21 FE-ს გაყიდვები. მას საკმაოდ დრამატული ისტორია აქვს, ვინაიდან ეს სმარტფონი გაყიდვაში გასული წლის აგვისტოში უნდა გამოჩენილიყო, თუმცა გადადეს. შემოდგომაზე კი ისიც ითქვა, რომ კომპანია მას საერთოდ არ გამოსცემდა, თუმცა ასე არ მოხდა. ახლა კი კომპანიას ახალი გამოწვევა უდგას, ვინაიდან მიმდინარე წელს სულ რაღაც 2 თვეში მას მოუწევს ახალი სერიის Galaxy S22-ის გამოცემა, შედეგად კი მყიდველმა შესაძლოა, თავი შეიკავოს ამ მოდელის შეძენისგან.

ხაზი Fan Edition (FE) ბრენდის გამაში 2020 წელს გამოჩნდა, ის უფრო მარტივი ვერსიაა მოდელის ფლაგმანი სმარტფონებისა ოჯახიდან Galaxy S. შედეგად კი ეს სერია ფლაგმანზე უფრო იაფიც ღირს.

რაც შეეხება უშუალოდ ამ მოდელის ტექნიკურ მახასიათებლებს, ის ასე გამოიყურება: ზუმით ის საშუალო კომპაქტური მოდელია, მისი გაბარიტებია - 74,5 x 155,7 x 7,მმ. წონა 177 გრამი. ეკრანის ზომა 6,4 დიუიმი, მას დამატებით სამი შეფერილობა აქვს, ზეთისხილის ფერი, იისფერი და თეთრი. აქვს პლასტიკის კორპუსი, რაც მას ვიზუალურად ნაკლებად მდიდრულს ხდის, თუმცა ნამდვილად აიაფებს. მისი საბაზისო ვერსია 699 დოლარი ღირს, ხოლო ტოპ-მოდიფიკაცია 765 დოლარი.

ტექნიკურ ნაწილში, მოდელს აქვს 6 გბ ოპერაციული მეხსიერება და 128 გბ მეხსიერების ბარათი, ან 8 გბ ოპერაციული და 256 გბ მეხსიერების ბარათი. აქვს პროცესორი Exynos 2100 ან ცალკეული ბაზრებისთვის Snapdragon 888. აქვს 5G, 4G LTE, Wi-Fi, Bluetooth, GPS/ A-GPS, NFC, და USB Type-C port მხარდაჭერა.

ამასთან, მოდელს აქვს 120-ჰერციანი AMOLED ეკრანი. 4500-იანი ელემენტები, რაც მას ერთი დღე აქტიურად ხმარებისთვის ყოფნის. კამერა სამი მოდულისგან შედგება: 12 მპ ულტრაფართოკუთხოვანი, 12 მპ სტანადრტული ფართოკუთხოვანი და 8 მპ ტელეობიექტივი. ფრონტალური კამერა 32 მპ-იანია.

კოკა კვირკველია