თურქეთის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრი თბილისის გეზს ეწვია

თბილისის გეზს, თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრის ნურეთინ ჯანიკლის ხელმძღვანელობით, თურქეთის დელეგაცია ესტუმრა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, თურქეთის მთავრობის წარმომადგენელთა ვიზიტი მიზნად ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატით არსებული სავაჭრო-ეკონომიკური და საბაჟო საკითხების განხილვას ისახავს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე, რომელსაც შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი ესწრებოდა, თურქი და ქართველი კოლეგები ორ ქვეყნას შორის საბაჟო საკითხებზე კოორდინირებული და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

თურქ კოლეგებთან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელთა ადრე გამართული შეხვედრების გათვალისწინებით, მათი ინტერესის საგანს საქართველოს ტერიტორიაზე და მისი გავლით, თურქეთის რესპუბლიკაში დარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეუფერხებელი გადაადგილება და, აქედან გამომდინარე, საქართველოს საბაჟო გამშვები პუნქტების გამტარუნარიანობის საკითხი წარმოადგენს. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა სტუმრებს საბაჟო სისტემაში განხორციელებული რეფორმის პრეზენტაცია წარუდგინეს. დელეგაციის წევრები ადგილზე გაეცნენ რეფორმის შედეგად დანერგილ პროცედურებსა და ტექნოლოგიებს.