ლონდონის საფონდო ბირჟაზე ყაზახური კომპანიების აქციები უფასურდება

ყაზახეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე ლონდონის საფონდო ბირჟაზე კაპიტალიზაციის მხრივ უმსხვილესი ყაზახური კომპანიების აქციების ფასი მკვეთრად ეცემა. ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის აქციონერთა ასოციაცია ავრცელებს.

„ყველაზე მეტად გაუფასურდა კომპანია Kaspi – 30%-ზე მეტით, მხოლოდ 5 იანვრის ვაჭრობის დღეს. 20%-ით გაუფასურდა Halyk bank“, - წერია განცხადებაში.

ყაზახეთის „სახალხო ბანკს“ (Halyk bank) აკონტროლებს ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ქალიშვილი და სიძე დინარა და ტიმურ კულიბაევები (56%) ჰოლდინგ კომპანია „ალმეკსის“ მეშვეობით. ამ ბანკის აქციები ივაჭრება ყაზახეთის საფონდო ბირჟაზე GDR, ლონდონის საფონდო ბირჟაზე და ყაზახურ ბირჟაზე AIX. ქვეყნის ეროვნული ბანკის ცნობით, ყაზახეთის „სახალხო ბანკი“ 2021 წლის 1-ელ დეკემბრის მონაცემებით ქვეყნაში მოქმედ 22 ბანკს შორის პირველ ადგილზეა აქტივების მოცულობით.

რაც შეეხება Kaspi.kz-ს, ის სამ პლატფორმას მართავს - მარკეტპლეისს, ფინტექ-პლატფორმას და საგადასახადო სისტემას. კომპანიის აქციონერები არიან ფონდები Baring Vostok - 30%, ვიაჩესლავ კიმი - 24%, მიხეილ ლომთაძე - 23%, მენეჯმენტი - 3%, free float - 20%.

კოკა კვირკველია