ყაზახეთში მიმდინარე პროცესების ფონზე ურანი 8%-ით გაძვირდა

ყაზახეთში მიმდინარე არეულობების ფონზე, მსოფლიო სავაჭრო ბირჟებზე ურანის ფასი 8%-ით გაძვირდა. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი პლატფორმა UxC-ზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც თვალს ადევნებს ურანის ფასს მსოფლიოს მასშტაბით.

მისი მონაცემებით, ოთხშაბათს ურანის ფასი ერთ ფუნტზე 45,25 დოლარამდე გაიზარდა, არადა სამშაბათს 42 დოლარი ღირდა. შედეგად ზრდამ ერთ დღეღამეში 8% შეადგინა. Bloomberg-ი წერს, რომ ყაზახეთზე მოდის ურანის მსოფლიო მიწოდების 40%.

ამასთან, გავრცელდა ინფორმაცით, რომ ლონდონის ბირჟაზე 8,8%-ით დაეცა კომპანია Казатомпром-ის აქციების ფასი, რომელიც დაკავებულია ყაზახეთში ურანის მოპოვებით.

კოკა კვირკველია