რომელია 10 ყველაზე იაფი ქალაქი საცხოვრებლად

მსოფლიოში, საცხოვრებლად ყველაზე ძვირი ქალაქის სტატუსს, CNN - ის მონაცემით, თელ-ავივი იკავებს. თუმცა საინტერესოა, რომელ ქალაქებში ღირს ცხოვრება ყველაზე იაფი, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ ქირის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, საკვების, სასმელის პირადი ნივთებისა და სხვა გადასახადებს.

Time out index - ის უახლესი მონაცემებით ირკვევა, თუ რომელ ქალაქებშია შესაძლებელი 2022 წელს შედარებით დიდი ხარჯების გარეშე ცხოვრება.

ჩამონათვალში მოხვდნენ ისეთი ქალაქებიც, როგორიცაა რომი, სანკ-პეტერბურგი, პრაღა, სადაც გამოკითხულთა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ მაღალ ფასებთან დაკავშირებით დისკოფორტს არ გრძნობენ და ცხოვრება საკმაოდ იაფია.

Top-10 ქალაქი, სადაც ცხოვრება შედარებით იაფია;

1. მანჩესტერი

2. იოჰანესბურგი

3. ბუდაპეშტი

4. მონრეალი

5. სანკტ-პეტერბურგი

6. პრაღა

7. პორტო

8. რომი

9. მეხიკო

10. ბანგკოკი

ქრისტინე კაპანაძე